FM97.5 / LIVE
ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'

ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'

მთავარისაზოგადოება 02.03.2016
'ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე' - სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე.

ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2016 წლის 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მომხდარ ფაქტს, სადაც მუსლიმებისათვის სასაფლაოსათვის ტერიტორიის გამოყოფის საკითხის გამო ერთმანეთს ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდა.

სახალხო დამცველის განცხადების თანახმად, სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რასაც მოყვა ვითარების უკიდურესად დაძაბვა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა ინფორმაციის გავრცელებისთანავე.

"სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსლიმთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ.

პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმთათვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი.

სამწუხაროდ, ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთობლივ თანაცხოვრებას", – ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს, რათა ვითარება არ დაიძაბოს და რელიგიური შუღლი უფრო ფართო მასშტაბით არ გაღვივდეს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, გამოიყენოს ყველა გონივრული საშუალება დაძაბულობის თავიდან არიდებისა და ვითარების განმუხტვის მიზნით. ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რადგან დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს
ტარიელ ნაკაიძე სახელმწიფო უწყებებს ადიგენში მომხდარზე დროულ რეაგირებას სთხოვს
დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე სოფელ ადიგენში [Video]
ადიგენის მუსლიმ თემს სახალხო დამცველი შეხვდება
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული
ომბუდსმენი: „სწრაფად გადაწყვიტეთ მოხეში სადავო შენობის კუთვნილების საკითხი“
TDI სოფელ ადიგენში მუშაობისას ხელისშეშლაზე საუბრობს