FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ამოწმებენ ყველა მანქანას

მთავარისამართალი, შემთხვევა 18.02.2016
ახალციხეში, ქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე, თბილისიდან ახალციხისკენ მომავალ საავტომობილო გზაზე, პოლიცია რეიდს ატარებს. ამოწმებენ ყველა მანქანას.

ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ამოწმებენ ყველა მანქანას

ქალაქში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გარდა, მოძრაობენ სამართალდამცველების სამოქალაქო მანქანებიც.

რეიდების შესახებ „სამხარეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტებთან არაერთმა მოქალაქემ დარეკა, მათ შორის, რამდენიმემ ისეთმა, ვინც პოლიციამ გააჩერა და შეამოწმა.

ქალაქში გავრცელებულია რეიდების მიზეზის რამდენიმე ვერსია, მათ შორის, თითქოს ქალაქში ქურდობა მოხდა და პოლიცია დამნაშავეს ეძებს და ასევე, ერთი ვერსიით, სამართალდამცველებმა ერთ–ერთი მოქალაქის ბინიდან იარაღი ამოიღეს, ბინის მესაკუთრე გაიქცა და ახლა მას ეძებენ.

გარდა ამისა, "სამხრეთის კარიბჭეს" აქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წუთებში სამართალდამცველები ახალციხეში ერთ–ერთი მოქალაქის სახლს ჩხრეკენ. როგორც ბინის მეპატრონეს განუმარტეს, მის სახლში ნაქურდალ ნივთს ეძებენ.

ამ ვერსიებისა და რეიდების მიზეზის გარკვევა "სამხრეთის კარიბჭემ" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა. უწყებაში ირწმუნებიან, რომ ქალაქში განსაკუთრებული არაფერი ხდება.

შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალციხეში ჩვეულებრივი საპოლიციო კონტროლი ხორციელდება, ასეთი შემოწმება ახლა საქართველოს სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პოლიცია რეიდს ატარებს, ჩხრეკენ ყველა მანქანას
ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ
ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლს დილიდან პოლიცია აკონტროლებს
სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს
რატომ გაჩხრიკეს ახალციხეში გვიან ღამით სახლები
15 დღეა აწყურში დაკარგულ ქალს ეძებენ
სამცხე–ჯავახეთში ისევ რეიდებია