FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ისევ რეიდებია

მთავარისამართალი 24.03.2016
საპოლიციო კონტროლი, ე.წ. რეიდები, რომელიც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და მათ შორის, სამცხე–ჯავახეთში, გუშინ, 23 მარტს დაიწყო, დღესაც გრძელდება.

სამცხე–ჯავახეთში ისევ რეიდებია

სამართალდამცველები ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს აჩერებენ და საბუთებს უმოწმებენ. შემოწმებები განსაკუთრებულად ადმინისტრაციული ცენტრების შესასვლელებსა და გასასვლელებში ტარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია, რეიდები როდის დასრულდება.

"მინისტრის ბრძანებით დაიწყო და მინისტრის ბრძანებით დასრულდება", – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბოლოს მსგავსი მასშტაბური რეიდები ქვეყნის მასშტაბით 18–19 თებერვალს მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ, ორდღიანი საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის დანაშაულის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა.

გაეცანით ინფორმაციას იმის შესახებ, რატომ ცხადდება საპოლიციო კონტროლი და ასევე, მოქალაქის უფლებებსა და პოლიციის ვალდებულებებს რეიდის დროს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს
შსს: საპოლიციო კონტროლის შედეგად, სისხლის სამართლის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი გამოვლინდა
შსს–მ  საპოლიციო კონტროლის დროს  207 პირი დააკავა
ორ დღეში 64 პირის დაკავება – საპოლიციო 'რეიდის' შედეგები
შსს–მ  საპოლიციო კონტროლის შედეგად ორ დღეში 53 პირი დააკავა
შსს–მ ორ დღეში სისხლის სამართლის 57 დანაშაული გამოავლინა
რატომ ცხადდება საპოლიციო კონტროლი