FM97.5 / LIVE

საარჩევნო სპეცუბნები უქმდება

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 15.02.2016
თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ქვედანაყოფების ტერიტორიაზე სპეციალური საარჩევნო უბნების შექმნა კანონით აიკრძალება.

საარჩევნო სპეცუბნები უქმდება
პროექტს, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ სამართლიანი არჩევნებისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე მოამზადა, მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, სპეციალური წოდების მქონე პირები, აგრეთვე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის, პენიტენციური დეპარტამენტის და პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები, არჩევნებში მონაწილეობას, როგორც წესი, მათი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით მიიღებენ.

კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს ის სპეციფიკა, რომ ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა გარკვეული ნაწილი არჩევნების დღეს სამსახურის პირობების (მაგ. საბრძოლო მორიგეობაზე ყოფნა) ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხებს რეგისტრაციის ადგილზე გამგზავრებას. ამიტომ, მათ სპეციალურ სიაში შეიყვანენ და ხმას მისცემენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე. სიახლეა სამხედრო მოსამსახურეების პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში სპეცსიებით მონაწილეობასთან დაკავშირებითაც. ამის საშუალება ექნებათ იმ მოსამსახურეებს, ვინც არჩევნების დღისათვის მუდმივი წესით, 1 წლით ან 1 წელზე მეტი ვადით განთავსებული იქნება დისლოკაციის ადგილზე ან თუ ისინი ადგილსამყოფელს შეიცვლიან ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე. ამ კატეგორიის პირები, მიუხედავად მათი სამსახურის სპეციფიკისა, წარმოადგენენ ადგილობრივი საზოგადოების ნაწილს და უნდა სარგებლობდნენ თანაბარი საარჩევნო უფლებით.

ავტორები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტი საარჩევნო პროცედურების დახვეწასა და სპეციალური საარჩევნო უბნების თუ სპეციალური საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენციას შეუწყობს ხელს. ასევე, უზრუნველყოფს სპეციალურ სიებში შეყვანილი პირების საარჩევნო უფლების დაცვას, მათი ნების თავისუფალი გამოვლინების შესაძლო ხელშემშლელი გარემოებების თავიდან აცილებას და ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობის მინიმიზაციას.

R


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როგორ მისცემენ არჩევნებში ხმას ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირები
პარტიები საუბნო კომისიებისთვის წევრებს არჩევენ
საინფორმაციო ბრიფინგი ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ®
არჩევნების პორტალი: დარღვევა ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა დაინიშნა
'საერთაშორისო გამჭვირვალობა'  საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს
ახალქალაქის N1 უბანზე განმეორებითი კენჭისყრა იმართება