FM97.5 / LIVE

ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს

მთავარისაზოგადოება 01.12.2012
ნინოწმინდის ჭადრაკის სექციის ორმა სპორტსმენმა საქართველოს ჭადრაკის ტურნირში პირველი და მეორე ადგილები დაიკავა.

ნინოწმინდელმა მოჭადრაკეებმა პირველ-მეორე ადგილები გაიყვეს
ნოემბრის ბოლო კვირას თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია იყო.

ტურნირში 18 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთაგანაც პირველი და მეორე ადგილები ნინოწმინდის სექციის მოჭადრაკეებმა დაიკავეს.

კამო ამბარიანმა ყველა მეტოქეს აჯობა, თავისივე სექციის მოთამაშესთან არამაის სააკიანთან თამაში ფრედ დაამთავრა და პირველი ადგილი დაიკავა. მთლიანობაში კამო ამბარიანმა 7 ტურიდან 6.5 ქულა დააგროვა. არამაის სააკიანმა კი 7-დან 5.5 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი მოიპოვა.

თამაში შვეიცარული სისტემით – 7 ტურად ჩატარდა. ტურნირში მთელი საქართველოს საჭადრაკო სექციებისა და სკოლების სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

“ჩვენთვის ეს გამარჯვება და ჩვენი მოჭადრაკეების კარგი გამოსვლა მოულოდნელობა იყო, მოულოდნელი იყო ეს ჭადრაკის ფედერაციისთვისაც”, - ამბობს ტრენერი იურა კუიუმჩიანი.

[აღუნიკ აივაზიანი, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჭადრაკო სექცია პირობების გარეშე
ადიგენელმა საბა ყულიჯანიშვილმა ჭადრაკში რეგიონის პირველობა მოიპოვა
ახალციხეში მოსწავლეებს შორის ჭადრაკის და შაშის ტურნირი მოეწყო
კიკბოქსინგის საერთაშორისო ტურნირში ახალციხელმა სპორტსმენებმა მეორე ადგილი დაიკავეს
ახალციხის პირველი სკოლა ჭადრაკის ჩემპიონი გახდა
‘მილიონი სვლა’ – ჭადრაკის ონლაინ ჩემპიონატი ახალციხეში
ნინოწმინდელმა სპორტსმენებმა პოლონეთში კიკბოქსინგის ტურნირში წარმატება მოიპოვეს