FM97.5 / LIVE

ძირგავარდნილი ურნების თემას ქალაქის მერი ეხმაურება

მთავარისაზოგადოება 05.02.2016
„დაჭერა და ადამიანის დაჯარიმება ეს ბოლო გზაა, რასაც არ მივესალმები, მაგრამ თუ სხვა გზა არ დაგვიტოვეს ასეც მოვიქცევით“, – ახალციხის მერი გიორგი კოპაძე ახალციხეში ურნების დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა.

ძირგავარდნილი ურნების თემას ქალაქის მერი ეხმაურება

ნაგვის ურნების თემაზე ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ დღეს, 5 თებერვალს, ადმინისტრაციულ შენობაში ახალაგზარდებთან შეხვედრისას ისაუბრა.

„ცნობილ ურნებთან დაკავშირებით მინდა განცხადება გავაკეთო. ურნები არ არის ის თემა, რომელზეც მერი უნდა აკეთებდეს განცხადებას, მაგრამ იმხელა აჟიოტაჟი ატყდა“, – ასე ქალაქის მერმა გიორგი კოპაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნაგვის ურნები ქალაქში ახალი დადგმულია, ვედროებს კი, რომლებიც მათშია ჩადგმული ძირი იმიტომ არ აქვს, რომ მათ ხალხი დაუდევრად ექცევა: „თქვენი ტოლები ან თქვენზე უფრო დიდები ასაფეთქებელ საშუალებებს ყიდულობენ და აგდებენ შიგ“.

გიორგი კოპაძის განცხადებით, ქალაქის მერიამ შესაძლოა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შინაგან საქმეთა სამინისტროს რაიონულ სამმართველოსაც მიმართოს: „მინდა, რომ ვინც ამას აკეთებს, თავისი შეგნებით მივიდეს იქამდე, რომ აღარ უნდა გააკეთოს. თორემ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ცოტა სხვანაირად მოვიქცევით, შსს–ს რაიონულ სამმართველოს მივმართავთ. დაჭერა და ადამიანის დაჯარიმება ეს ბოლო გზაა, რასაც არ მივესალმები, მაგრამ თუ სხვა გზა არ დაგვიტოვეს ასეც მოვიქცევით“.

როგროც ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, ქალაქში მეტი ახალი ნაგვის ურნა დაიდგმება, ასევე ქალაქს დაემატება ოთხი ახალი ნაგავმზიდი: „მოთხოვნა გვაქვს მტვერსასრუტზეც, რომელიც მტვერს აიღებს“.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალ, მაგრამ უძირო ურნებთან დაკავშირებით სტატია 26 იანვარს გამოაქვეყნა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13.376 ლარი დაიხარჯა და ქალაქში 62 ურნა დაიდგა. ახალი ურნები ქუჩებზე 2015 წლის 14 დეკემბერს გაანაწილეს. ერთ თვეში კი სამ ურნას ძირი აღარ ჰქონდა. სტატიას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ბორჯომის სკვერებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
დღის ფოტო: უძირო ნაგვის ურნები ახალციხეში [Photo]
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ახალციხეში ნაგვის ახალი ურნა დაიწვა