FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა

მთავარიეკონომიკა 27.08.2015
ქალაქ ახალციხის მერიამ ახალი ნაგვის ურნების შესაძენად 22 016 ლარი დახარჯა. ახალი ურნები ქალაქის იმ ქუჩებზე განთავდება, სადაც ასფალტია დაგებული.

ახალციხის მერიამ 22 016 ლარის ნაგვის ურნები შეიძინა
ქალაქ ახალციხის მერიამ 31 ცალი ახალი ნაგვის ურნა შეიძინა. აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 016 ლარი დაიხარჯა. ნაგვის ურნების შეძენა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ექსიმ ტრაფიკს“ დაევალა.

ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ახალი ნაგვის ურნების ნაწილი მოძველებულ ურნებს ჩაანაცვლებს, ნაწილი კი იმ ქუჩებზე დაიდგმება, სადაც ასფალტი საფარი დაიგო.

"აღნიშნულის შემდეგ მოსახლეობას გაუადვილდება ნარჩენების გატანა, რაც გაზრდის მომსახურეობის ხარისხს და დასუფთავების პრობლემას მოხსნის“, - აცხადებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კოპაძე.

შპს "კეთილმოწყობის" სამსახურში კი განმარტავენ, რომ ახალი ნაგვის ურნების შეძენა აუცილებელი იყო, რადგან ზოგ ქუჩაზე ურნები დაზიანებული და მწყობრიდან გამოსულია.

"აგრეთვე გათვალისწინებულია ის ქუჩებიც, სადაც ახალახან დაიგო გზა (ეგრეთ წოდებული "აძინაცატების დასახლება" და რაბათის უბანი)“, -ამბობს შპს „კეთილმოწყობის" სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე.

ახალ ნაგვის ურნებს ქალაქის ქუჩებში უახლოეს დღეებში განათავსებენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ქუჩებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
ბორჯომის სკვერებში ახალი ნაგვის ურნები დადგეს
გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე ნაგვის ურნების დამატებას ითხოვენ
ასპინძაში ნაგვის ახალი ურნები დადგეს
ახალციხეში ნაგვის ახალი ბუნკერები განთავსდება
ნინოწმინდის გამგეობამ ნაგვის ურნები და ნაგავმზიდები შეიძინა
ახალციხის სოფლებში ნაგვის ურნებს დადგამენ