FM97.5 / LIVE

პაატა ბურჭულაძის ფონდს ახალციხეში ედუარდ კიკნაძე უხელმძღვანელებს

მთავარიპოლიტიკა 04.02.2016
"პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდის" რეგიონულ ოფისს, რომელიც ახალციხეში დღეს გაიხსნა, ედუარდ კიკნაძე უხელმძღვანელებს.

პაატა ბურჭულაძის ფონდს ახალციხეში ედუარდ კიკნაძე უხელმძღვანელებს
ფოტოზე: ივანე მაჭავარიანი, ედუარდ კიკნაძე და პაატა ბურჭულაძე.
4 თებერვალი, ფონდის ოფისის გახსნა ახალციხეში. ფოტო "ვარლამ წიკლაური


ედუარდ კიკნაძე 1991 წელს, ახალციხეში დაიბადა. საშუალო განათლება ახალციხეში მიიღო, უმაღლესი კი თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ, სწავლა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, ჯიპაში გააგრძელა, სადაც საჯარო მმართველობის კუთხით მაგისტრატურა გაიარა. პარალელურად, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთში, პოლიტიკურ მეცნიერებებს ეუფლებოდა.

ფონდის რეგინული ორგანიზაციის კოორდინატორად დანიშვნამდე, ბოლოს, 2015 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადიოდა სტაჟირებას (2015 წლის მაისიდან აგვისტომდე). იქამდე, 2013–2014 წლებში, არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა. სტუდენტობისას თბილისში მეგობრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ დააფუძნა და 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის სეტქემბრამდე ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერი იყო.

ამჟამად ცხოვრობს ახალციხეში. ფონდში მუშაობას უკვე შეუდგა.

„ფონდის არსებობა ახალციხეში ძალიან დიდია, ჩვენ ხალხთან ერთად ვაპირებთ შევისწავლოთ არსებული პრობლემები და მოვიფიქროთ მათი გადაჭრის გზები. სამი თვის ვადაში ვიმუშავებთ პრობლემების მოგვარების გზებზე, შემდეგ კი ჩვენს ხედვებს გავუზიარებთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ უწყებას, რომელსაც ეხება“, – ამბობს ფონდის ახალციხის ოფისის კოორდინატორი ედუარდ კიკნაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 4 თებერვალს, ახალციხეში "პაატა ბურჭულაძე - საქართველოს განვითარების ფონდი" გაიხსნა. ფონდის გახსნას მისი დამფუძნებელი, საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ფონდის სხვა წევრები ესწრებოდნენ. ფონდის გახსნის შემდეგ, მისი დამფუძნებლები ჯერ ახალციხის ქუჩებში, მოსახლეობას შეხვდნენ, შემდეგ კი მოქალაქეებთან შეხვედრა ახალციხის ციხეში, მესხურ დარბაზში გამართეს.

„საქართველოს განვითარების ფონდი“ ცნობილმა საოპერო მომღერალმა და ფონდ „იავნანას“ პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა. ფონდის მიზანი "ქვეყნისთვის აქტუალური საკითხების განხილვა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაა". მისი აღმასრულებელი დირექტორი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ივანე მაჭავარიანია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პაატა ბურჭულაძის ფონდი ხვალ ახალციხეში ოფისს გახსნის
პაატა ბურჭულაძის ფონდმა ახალციხეში ოფისი გახსნა [Photo]
'ბურჭულაძის ფონდის' მილოცვა ქალებს [Photo]
რეგიონის განვითარების ფონდის დასაფუძნებლად ბოლო დეტალები ზუსტდება
სამცხე-ჯავახეთში რეგიონის განვითარებისთვის ფონდს ქმნიან
ახალციხეში ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართა
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში