FM97.5 / LIVE

რას გეგმავს ახალციხის საკრებულო მოქალაქეების ჩართულობის გასაუმჯობესებლად

მთავარიპოლიტიკა 02.02.2016
საკრებულოს საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქის დასახლებებში კრებების გამართვას გეგმავს.

რას გეგმავს ახალციხის საკრებულო მოქალაქეების ჩართულობის გასაუმჯობესებლად

მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და საკრებულოს საქმიანობაში ადგილობრივების ჩართულობის ხარისხზე საკრებულოს დეპუტატებმა 29 იანვარს გამართულ, საკრებულოს რიგით პირველ სხდომაზე იმსჯელეს.

„ჩვენი ნაკლოვანებებია, რომ კომუნიკაცია და მოსახლეობის ჩართულობა საკრებულოს საქმიანობაში დაბალია. არ გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასვე რეგიონულ სამსახურებთან. გვინდა მოსახლოება მაქსიმალურად იყოს ჩართული საკრებულოს საქმიანობაში“, – განაცხადა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ.

მისი თქმით, მოსახლეობის გასააქტიურებლად საკრებულო ქუჩების მიხედვით კრებების ჩატარებას გეგმავს: „ინფრასტრუქტურული პროექტების პრიორიტეტების განსაზღვრაში მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. შესაძლებელია, რომელიმე უბანში ასფალტია დასაგები, მაგრამ აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლებს სხვა პრიორიტეტი აქვთ. ამიერიდან, მოსახლეობასთან შეთანხმების გარეშე პროექტები არ განხორციელდება“.

კითხვაზე, აქამდე რატომ არ იყო მოსახლეობა აქტიურად ჩართული, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აქამდე ახალციხე, როგორც თვითმმართველი ქალაქი, ჩამოყალიბების პროცესში იყო.

„თვითმმართველი ქალაქის შექმნასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო. დეპუტატები თვითონ არ შებულობდნენ მონაწილეობას პრიორიტეტების განსაზღვრაში, ისინი არ იყვნენ საქმის კურსში, რა პროექტები განხორცილედებოდა“, – ამბობს დავით ლომიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა
გამოკითხვა: როგორ უნდა ჩაერთოს მეტი მოქალაქე თვითმმართველობის მუშაობაში [Video]
დღის კითხვა: ესწრებით თუ არა საკრებულოს სხდომებს [Video]
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ კახა ბერიძე აირჩიეს
თვითმმართველი ქალაქის ახალციხის საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატებს საყვედურობენ
ახალციხის დეპუტატებმა მოსახლეობასთან შეხვედრების განრიგი დაამტკიცეს