FM97.5 / LIVE

ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცია

მთავარისამართალი » შემთხვევა 30.01.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენში, სოფელ ფხეროში, გუშინ მომხდარ ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 35 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცია.

ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 35 წლის მამაკაცია

1981 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვიქტორ ლ. გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ადიგენის რაიონის სოფელ ზემო ენთელის საავტომობილო გზაზე ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხა, დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასევე ძალადობის მუქარით წაართვა საფულე, მობილური ტელეფონი, სხვა პირადი ნივთები. შემდეგ ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით ვიქტორ ლ-მ გოგონა ჩაიყვანა იქვე, ხევში და მისი გაუპატიურება სცადა, რის შემდეგაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვიქტორ ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-137-ე მუხლის 1-ლი და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)“, – აცხადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს, საღამოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხეროში ახალგაზრდა ქალი დააყაჩღეს და მისი გაუპატიურება სცადეს.
[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყაჩაღობასა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული დააკავეს – რა მოხდა სოფელ ფხეროში
ყაჩაღობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს
სოფელ წნისში ყაჩაღობაში ბრალდებულები დააკავეს
ნინოწმინდაში სლოტ კლუბის დაყაჩაღებაში ბრალდებული დააკავეს
შსს-მ ადიგენში მომხადრ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
ახალქალაქში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
სად დაიგეგმა ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობის საქმე – შსს–ს ინფორმაცია [Video]