FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 01.02.2016
დღეს, პირველ თებერვალს, სამცხე–ჯავახეთის იმ სკოლებში, სადაც გრიპის ვირუსის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებული იყო, სწავლა განახლდა.

სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განგვიმარტეს, რომ ყველა სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი სამი დღით, 49 სკოლაში შეჩერდა. სასწავლო პროცესის შეჩერებული იყო სამცხე–ჯავახეთის შემდეგ საჯარო სკოლებში:

ახალციხის მუნიციპალიტეტი: ქალაქის N2 სკოლა და ასევე სოფლების: წნისის, ანდრიაწმინდის, გურკელის, საძელის და დიდი პამაჯის სკოლები;

ადიგენის მუნიციპალიტეტი: სოფლების დიდი სმადისა და ზარზმის საჯარო სკოლები;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი: სოფლების ბალანთისა და ანდეზიტის სკოლები;

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი: ქალაქის N1, N2, N4 და N5 საჯარო სკოლებში; ასევე სოფლების: ალასტანის, ბავრის, ბეჟანოს, გოკიოს, დადეშის, ვარევანის, ვაჩიანის, იხტილის, კარტიკამის, კუმურდოს, მერენიის, ოლავერდის, ორჯის, სულდის, ტურცხის, ჩუნჩხის, ხანდოს, მურჯახეთის, კარწახის, ალათუმანის, არაგვის, ქარცეფისა და ოკამის №2 საჯარო სკოლებში;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი: სოფლების: ეფრემოვკის, პატარა ხანჩალის, ჟდანოვის, სამების, სათხის, დიდი არაქალის, ოროჯალარის, დიდი გონდრიოს, კატნატუს, ეშტიის N1სკოლა, გორელოვკის N2 და N3 საჯარო სკოლები.

შეგახსენებთ, სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო. სწავლა სამი დღით იმ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

27 იანვრის დილიდან სწავლა შეწყდა სამცხე–ჯავახეთის 35 საჯარო სკოლაში, შუადღეს ჩამონათვალს 4, დღის ბოლოს კი 9 სკოლა დაემატა. 28 იანვარს ამ ჩამონათვალს ბორჯომის კიდევ ერთი სკოლა დაემატა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სკოლებში სწავლა 1–ლი თებერვლიდან განახლდება
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა
სასწავლო პროცესი სამცხე–ჯავახეთის 48 სკოლაში შეწყდა
სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი კიდევ 4 სკოლაში შეჩერდა
სამცხე–ჯავახეთის 35 სკოლაში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა
უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია
დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება