FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი კიდევ 4 სკოლაში შეჩერდა

მთავარისაზოგადოება » განათლება 27.01.2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი დამატებით ახალქალაქის სამ და ნინოწმინდის ერთ სკოლაშიც შეწყდა, ჯამში, რეგიონში სწავლა 39 სკოლაშია შეჩერებული.

სამცხე–ჯავახეთში სასწავლო პროცესი კიდევ 4 სკოლაში შეჩერდა

დღეიდან, 27 იანვრიდან სასწავლო პროცესი დამატებით შეჩერდა ახალქალაქის N2 და სოფლების: მურჯახეთისა და კარწახის სკოლებში. ასევე, სწავლა შეწყდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში.

ჯამში სამი დღით სწავლა შეჩერებულია სამცხე–ჯავახეთის ოთხი მუნიციპალიტეტის 39 საჯარო სკოლაში.

აქ შეგიძლიათ იხილოთ ამ სკოლების ჩამონათვალი.

შეგახსენებთ, სკოლებში სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღო. სწავლა სამი დღით იმ სკოლებში შეჩერდა, სადაც გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება. გაცდენილი საათები შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

ასევე, განათლების სამინისტრო სკოლებს მოუწოდებს დაიცვან ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები, რომელიც ძირითადად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება. კერძოდ, სკოლაში არ დაიშვას პირი, რომელსაც დაავადების ნიშნები აქვს, გაძლიერდეს შენობის სველი წესით დამუშავება, მერხებისა და იატაკების გაწმენდა შესაბამისი ხსნარებით, განიავდეს საკლასო ოთახები ყოველ შესვენებაზე, მაქსიმალურად მოხდეს პირადი ჰიგიენის, განსაკუთრებით ხელის დაბანის რეჟიმის დაცვა და ა.შ.

სამინისტროს ინფორმაციით, რამდენად ასრულებს სკოლა რეკომენდაციებს, სამინისტრო სკოლების მონიტორინგს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ახორციელებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასწავლო პროცესი სამცხე–ჯავახეთის 48 სკოლაში შეწყდა
სამცხე–ჯავახეთის 49 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა
სამცხე–ჯავახეთის 35 სკოლაში სასწავლო პროცესი სამი დღით შეწყდა
სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, სადაც სწავლა სამი დღით შეწყდა
სკოლებში სწავლა 1–ლი თებერვლიდან განახლდება
საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა
უამინდობის გამო ნინოწმინდის ორ სკოლაში სწავლა შეჩერებულია