FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება

მთავარიპოლიტიკა 26.11.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო უახლოეს დღეებში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს

ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება
ყოფილმა გამგებელმა გელა დემეტრაძემ, რომელსაც გამგებლის პოსტი 2011 ელის 12 აპრილიდან უკავია, გადადგომის შესახებ განცხადება, ხუთშაბათს, 22 ნოემბერს დაწერა.

გამგებლის პოსტზე კონკურსი არ გამოცხადებულა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამ ფაქტს დროის უკმარისობით ხსნის.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის
მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს ბიურომ გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე განცხადებები ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.

- ”ადგილობრივი ბიუჯეტი შემოტანილია, დღე-დღეზე განსახილველია და აქედან გამომდინარე, მიუღებელი იყო კონკურსის გამოცხადება. დრო აღარ გვაქვს, დროებით, მოვალეობის შემსრულებლად დავნიშნავთ”, - აცხადებს ოლეგ სანდროშვილი.

საკრებულოს ბიუროში გამგებლის პოზიციაზე დღეს, 14:00 საათის მონაცემებით, ექვსი განცხადებაა შესული: ბესიკ ბლიაძის, თამარ გოგოლაძის, ჯიმშერ გოგოლაურის, იოსებ მარტინენკოსი, დავით სამსონიძის და ზაზა ხუციშვილის.

ამათგან, თამარ გოგოლაძის გარდა, (რომელიც წარმოშობით თბილისელია და ახალციხეს საქმიანობით უკავშირდება) ყველა ადგილობრივია. ვინ დაიკავებს გამგებლის პოსტს და არის თუ არა ამ სიაში მომავალი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე არ ამხელს: ”დაელოდეთ მოვლენების განვითარებას”.

სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან ახალციხე მეორე მუნიციპალიტეტია, სადაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საკადრო ცვლილებები მიმდინარეობს. 9 ნოემბერს საკრებულოს თავმჯდომარე შეიცვალა, გამგებლის დანიშვნა რიგით მეორე საკადრო ცვლილება იქნება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეს გამგებელი ისევ არ ჰყავს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ბორჯომში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს

ხმაურიანი ვაკანსია

 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა
ახალქალქში გამგებლის პოსტზე ერთი კანდიდატი დარჩა