FM97.5 / LIVE

ახალქალქში გამგებლის პოსტზე ერთი კანდიდატი დარჩა

მთავარიპოლიტიკა 17.07.2013
ახალქალქის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევ კონკურსში, მეორე ტურში გადასულ 6 კანდიდატს შორის, ქულათა რაოდენობით ედუარდ აღასარიანი ლიდერობს.

ახალქალქში გამგებლის პოსტზე ერთი კანდიდატი დარჩა
9 წევრისგან შემდგარმა კომისიამ, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთში, ედუარდ
აღასარიანს ყველაზე მაღალი, 5 შესაძლო ქულიდან, 4,3 ქულა მიანიჭა.

კონკურსის შედეგების გასაჩივრება გამგებლობის დანარჩენ პრეტენდენტებს 2 დღის ვადაში შეუძლიათ. აღასარიანს კი თანამდებობაზე დამტკიცებამდე წინ საკრებულოს სხდომა ელოდება. იმ შემთხვევაში, თუ იგი დეპუტატების მხარდაჭერასაც მოიპოვებს, ჯერი საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე დადგება.

შეგახსენებთ, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით. ამავე კანონის, მეორე პუნქტის თანახმად, გამგებლის კანდიდატურა კონკურსის წესით ირჩევა. გამგებლის თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

აქვე შეგახსენებთ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნაირი ირიციანმა თანამდებობა 24 ივნისს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და მოტივად, დაღლილობა დაასახელა. ვიდრე გამგებლის პოსტს დატოვებდა, ირიციანი "ნაციონალებიდან" "ქართულ ოცნებაში" გადავიდა და "სამხრეთის კარიბჭეს" მასზე წლების განმავლობაში მიმდინარე ზეწოლებზე ესაუბრა.

აქვე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც პოსტი ვაკანტური გახდა, "ქართული ოცნების" აქტივისტები ახალქალაქში მიმდინარე უსამართლო პროცესებზე ალაპარაკდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გამგებლის კანდიდატურას თბილისში არჩევენ, რაც მათთვის მიუღებელია. სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, 13 ივლისს მათ ახალქალაქში აქციაც გამართეს. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ პოსტზე 27 განაცხადი შევიდა. ამათგან, მეორე ტურში 6 კანდიდატი გადავიდა. კანდიდატებთან გასაუბრებები დღეს დილიდან დაიწყო. დილიდან საკრებულოს შენობასთან მობილიზებული იყო პოლიციაც.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ახალი გამგებელი პირველ რიგში ადგილობრივების პრობლემებს უნდა იცნობდეს კარგად.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს

ახალქალაქის გამგებლობა 27 კანდიდატს სურს
ახალქალაქის გამგებლის პოსტზე 6 კანდიდატი დარჩა
ახალციხის მუნიციპალიტეტში გამგებელი იცვლება
ახალქალაქში გამგებლის შეცვლის საკითხი კვლავ აქტუალურია
რატომ გადადგა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი?
ბორჯომში გამგებლობის კანდიდატებს დახურულ კარს მიღმა ’ესაუბრებიან’