FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 24.12.2013
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ. ქალაქის უმეტეს სკოლებში ცენტრალური გათბობით თბებიან, თუმცა, არ არის გამორციხული ზოგ სკოლას საწვავის პრობლემა შეექმნას.

ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობით თბებიან.

„როგორც ყველა სკოლაში ისე ჩვენთანაც გათბობის სისტემა 2006 წელს დამონტაჟდა, იმავე წელს სისტემას ტუმბო გაუფუჭდა, თუმცა გამგეობის დახმარებით სკოლაში გათბობა ისევ გვაქვს“, - ამბობს მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა არუთუნიანი.

თუმცა, არ არის გამორიცხული სკოლის გათბობის სისტემას პრობლემები ისევ შეექმნას.

„შარშან ანტიფრიზი სკოლის ბიუჯეტიდან, 1700 ლარად ვიყიდეთ, წელს კი ამის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, სულ ცოტა 100 ლიტრი მაინც გვჭირდება. ყინვები უკვე დაიწყო და ძალიან გვეშინია გათბობის სისტემა ისევ არ დაზიანდეს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.

მესამე საჯარო სკოლაში გათბობა დილის 06:00 საათზე ირთვება და საჭიროების შემთხვევაში 14:00 საათამდე მუშაობს. აქ ცენტრალური გათბობა შეშით მუშაობს, სკოლას საწვავის პრობლემაც აქვს.

„შეშის ფული, ნაწილი, განათლების სამინისტრომ მოგვცა. დაგვპირდნენ, რომ დანარჩენს თებერვალში ჩაგვირიცხავენ. თუ ასე არ მოხდა საწვავი არ გვეყოფა და სკოლის ბიუჯეტიდანაც ვერ ვიყიდით“, - გვეუბნება დირექტორი.

ცენტრალური გათბობით თბება მეექვსე საჯარო სკოლაც. როგორც სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი ამბობს, სისტემის დამონტაჟების დღიდან დღემდე ცენტრალური გათბობა უპრობლემოდ მუშაობს: „თავიდანვე ცოტა რაღაცეები გადავაკეთეთ, ყოველ წელს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გათბობის სისტემა ზამთრის დადგომამადე წესრიგში იყოს. მთელ შენობაში თანაბარი ტემპერატურაა“.

გათბობის პრობლემა არც მეხუთე საჯარო სკოლას აქვს. 2006 წელს დამონტაჟებული გათბობის სისტემა ძველებურად მუშაობს და სამივე კორპუსი თანაბრად თბება. სკოლამ გათბობისთვის 120 კუბური მეტრი შეშა უკვე შეიძინა.

„როგორც ყოველ წელს, წელსაც 120 კუბამეტრ შეშის შეძენაზე ტენდერი გამოვაცხადეთ. საწყისი ფასი 9 600 ლარი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ტენდერი ჩვენთვის სასრგებლოდ გადაწყდა იმ კუთხით, რომ იგივე ოდენობის შეშა 7 200 ლარად შევიძინეთ“, - ამბობს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალოების შემსრულებელი ნანა დათაშვილი.

დღეიდან, 24 დეკემბრიდან, სასკოლო არდადეგები დაიწყო. სასწავლო პროეცესი 20 იანვარს გაგრძელდება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
ასპინძაში 18 სკოლიდან 11 შეშის ღუმელით თბება