FM97.5 / LIVE

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]

მთავარიეკონომიკა 14.12.2012
ახალციხის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ამ ზამთარს ისევ შეშის ღუმელით გათბება. არიან ისეთებიც, ვინც მეორე წელია ბუნებრივი აირით თბება და ძალიან კმაყოფილია

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებმა აღაჯანიანიანებმა წელს ისევ შეშის ღუმელი დადგეს. მართალია სახლში გაზი შეიყვანეს, მაგრამ ერთი გამათბობლით სახლს ვერ გაათბობენ, ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად კი სახსრები ვერ გამონახეს.

”ზამთრის გატანა შეშით დაახლოებით 750 ლარი გვიჯდება. გაზით ვერ ვთბებით, ერთ ოთახში რომ დავამონტაჟო, ვერ გაათბობს მთელ სახლს, ორ ოთახში დამონტაჟება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული”, - გვეუბნება გრიგორ აღაჯანიანი.

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]

რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ბეჟან კაჭკაჭაშვილი ამბობს, რომ გამოსაზამთრებლად 600 ლარის შეშა სჭირდება. გაზის შეყვანის სახსრები არც კაჭკაჭაშვილებს აქვთ: ”ნორმალურად რომ გათბეს სახლი, 600 ლარის შეშა მჭირდება. მე კი წელს 400 ლარის შეშა ვიყიდე და ღუმელს მხოლოდ საღამოობით ვანთებ”.

შეშის ღუმელებით თბებიან ნაქირავებ ბინებში მცხოვრები სტუდენტებიც.

”წელსაც, ტრადიციულად, შეშით ვთბებით. მეოთხე წელია სტუდენტი ვარ და სტუდენტების უმეტესობას, ნაქირავებ ბინებში, გაზი არ გვაქვს. შეშის ყიდვა და ჩამოტანაც ძალიან ძვირი გვიჯდება”, - ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები მარიამ ზარია.

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]

მათგან განსხვავებით სახლს გაზის გამათბობლებით ათბობენ ცხრა აპრილზე მცხოვრები მაისურაძეები. დიასახლისი ამბობს, რომ ასე სახლშიც სისუფთავესაც ადვილად იცავს და არც ისე ძვირი უჯდებათ.

”თვეში 120 ლარი მოგვდის გაზის გადასახადი, ამ თანხაში შედის გათბობაც, ქურაც, აბაზანის თერმექსიც. კმაყოფილები ვართ. არც დამონტაჟება დაგვიჯდა ძვირი, 130 ლარი გადავიხადე. გაზის შეყვანაში კი თავიდან 200 ლარი შევიტანე და მერე ნაწილ-ნაწილ დავფარე”, - ამბობს ლია მაისურაძე.

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]

მეორე ზამთარია გაზით თბებიან ხაშურის ქუჩაზე მცხოვრები ერანოვებიც.

”ორი წელია, რაც გაზი მაქვს შეყვანილი და ძალიან კმაყოფილი ვარ. სულ 450 ლარი დამიჯდა. გადასახადს კი თევში 120 ლარამდე ვიხდი”, - გვეუბენბა სუჯან ერანოვი.

არიან ისეთებიც, ვინც უკვე დაგეგმა გაზის გამათბობლის დამონტაჯება.

’წელს გარკვეული მიზეზების გამო ვარ შევიყვანეთ გაზი, მომავალ წელს აუცილებლად ვაპირებთ. ახლა შეშით ვთბებით და 500 ლარი გვჭირდება”, - ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები დავით კურტანიძე.

შპს ”ელ-ენ”-ის დირექტორი ვასილ აბულაძე ამბობს, რომ გაზზე მოთხოვნა გაზრდილია. ახალციხეში ბუნებრივი აირით 4850-მდე ფიზიკური პირი და 150-170-მდე იურიდიული პირი სარგებლობს.

მისივე თქმით, გაზის შეყვანა სახლში ფიზიკური პირებისთვის გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე იურიდიული პირებისთვის: ”ფიზიკური პირებისთვის საავანსო ღირებულება 200 ლარს შეადგენს. სრული მომსახურება საშუალოდ 400 ლარამდე ჯდება. იურიდიულ პირებს ეს ყველაფერი 10-ჯერ მეტი უჯდებათ. მიახლოვებით 500-დან 1000 ლარამდე მხოლად შეჭრა [ცენტრალურ მილზე დაერთება]ღირს”.

რითი გათბებიან ამ ზამთარს ახალციხელები [Photo, Video]

ელექტროპროდუქციის მაღაზიებში ამბობენ, რომ გასულ წელთან შედარებით წელს გაზის გამათბობლებზე მოთხოვნა გაიზარდა.

”შარშან ვინც გამოსცადა, ყველა კმაყოფილია, ამიტომ, წელს მოთხოვნა გაიზარდა”, - გვეუბენბა შპს ”ელეფანთის” უფროსი ვლადიმერ გრიგორიანი.

იგივეს გვეუბნება ”ელიტ ელექტრონიქსის” მეპატრონე დავით ჭალიძეც: ” წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ისე მოიმატა რაოდენობამ, რომ 10 გამათბობლიდან 8 უცებ იყიდება”.



[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ტრადიციული საწვავით გათბებიან
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
სამცხე–ჯავახეთის 195 სკოლიდან 122 შეშის ღუმელით თბება
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
ახალციხეში 6 000  აბონენტს გაზი არ მიეწოდება
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ახალციხეს გაზი არ მიეწოდება