FM97.5 / LIVE

შსს 13 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს

მთავარისამართალი 10.04.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროში 13 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.ოფიციალურად, ბრიფინგის თემა უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის შალვა აბულაძის დაკავებას უკავშირდება.

შსს 13 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს

შსს საგანგებო ბრიფინგს რამდენიმე წუთში გამართავს, სავარაუდოდ ბრფინგი ორი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის დაკავებასთან დაკავშირებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით შალვა აბულაძე ბორჯომში დღეს, 10 აპრილს დააკავეს. აბულაძეს ბრალად ედება ორი პოლიციელის მკვლელობა. ბოლო შემთხვევა 4 აპრილს მოხდა. ღამით, თბილისში, ვარკეთილში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ორ პოლიციელს შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ერთ–ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მეორე ამ დრომდე მკურნალობს. შსს–ში აცხადებენ, რომ აბულაძე კიდევ ერთი პლიციელის მკვლელობაშია ბრალდებული, ეს მკვლელობის ხელწერითა და იარაღის ტიპით დგინდება. საუბარია 2015 წლის 23 იანვარს, ბორჯომში, ლიკანში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილ პოლიციელზე, გიორგი ბერუაშვილზე, რომელიც მიყენებული ჭრილობების შედეგად 6 თებერვალს გარდაიცვალა. აბულაძემ მაშინაც ორი პოლიციელი დაჭრა, გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი.

ქ. თბილისის პროკურატურამ შალვა აბულაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353,1-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 19,353,1-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს პოლიციელის სიცოცხლის მოსპობას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუდასტურებელი ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს
ბორჯომში შალვა აბულაძის კაფეს ხანძარი გაუჩნდა
შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ აბულაძის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო’
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
პრემიერი ბორჯომში გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს