FM97.5 / LIVE
'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში

'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში

მთავარისაზოგადოება 07.12.2015
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში, 1–ელ სართულზე მდებარე საკონფერენციო დარბაზში, ფილმის ჩვენება და დისკუსია მოეწყობა. შერჩეულია ფილმი „ხმა ამოიღეთ!“

'ხმა ამოიღეთ'! – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში

ღონისძიება იმართება ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში – „ფორთოხლისფერი მსოფლიო - შეწყვიტე ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ!“ ეს აქცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით.

ფილმის „ხმა ამოიღეთ“ ჩვენება 45 წუთს გასტანს, ამის შემდეგ დისკუსია დაიწყება, რომელიც დაახლოებით ამდენივე დროს გაგრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორია ადგილობრივი თვითმმართველობა - მუნიციპალიტეტი (მუნიციპალიტეტის გენდერული მრჩეველი და „ქალთა ოთახი“). ღონისძიების მხარდამჭერები არიან: შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), „მცირე კავკასიის ალიანების პროგრამა“ და მერსი ქორფსი. ღონისძიების ფასილიტატორია ახალციხის გენდერის მედიაცენტრი.

ფილმის ჩვენებასა და დისკუსიაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მონაწილეები უერთდებიან აქციას „ფორთოხლისფერი მსოფლიო“. მონაწილეებს დაურიგდებათ A5 ფორმატის ცარიელი ფურცლები, საღებავები და მარკერები. ისინი ფურცლებზე დაწერენ საკუთარ პოზიციას, გააფორმებენ ხელის პრინტებით და გადაიღებენ ფოტოებს, რომელიც შემდეგ აიტვირთება სოციალურ ქსელში - 30 წუთი.

"ხმა ამოიღეთ" ზურა ინაშვილის ფილმია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კონკურსის საფუძველზე შეიქმნა. „ხმა
ამოიღეთ“ არის დოკუმენტური ფილმი ქალთა მიმართ ძალადობაზე. ფილმი რეალურ ამბებზე, რეალურ თავგადასავლებზე მოგვითხრობს.
"ხმა ამოიღეთ" გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებშია გადაღებული.

ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16–დღიანი კამპანიის ფარგლებში იგივე ფილმს ადიგენსა და ასპინძაშიც აჩვენებენ. ადიგენში ფილმის ჩვენება სამშაბათს, 8 დეკემბერს, 14:00 საათზე, ასპინძაში კი ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, გამგეობების შენობებში შედგება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ხმა ამოიღეთ!“ – ახალციხეში ქალთა და გოგონათა ძალადობაზე იმსჯელეს
ფილმის ჩვენება და დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე
ახალციხის  მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა
‘სუფრაჟისტები’ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
დოკუმენტური ფილმის „რა ვიცი...“ ჩვენება და დისკუსია ახალციხეში
„ფორთოხლისფერი მსოფლიო“ – გზავნილი ახალციხიდან  [Video]
ახალციხეში გენდერული ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა