FM97.5 / LIVE

ახალციხელ ახალგაზრდებთან ქალთა უფლებებზე შეხვედრა გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.03.2017
ქალთა თვესთან დაკავშირებით, ქალთა უფლებებსა და პრობლემებზე, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ახალციხელ ახალგაზრდებთან ქალთა უფლებებზე შეხვედრა გაიმართა

დისკუსიას, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ახალციხის ქალთა ოთახის მენეჯერი ნინო რუხაძე უძღვებოდა. მან ახალციხელ ახალგაზრდებთან ქალთა განათლებაზე, თანასწორუფლებიანობაზე, ოჯახში მათი განათლების მიღებისას გადაწყვეტილებების მიღებაზე, სამსახურში დასაქმებისას მამაკაცების უპირატესობასა და მემკვიდრეობის საკითხებზე ისაუბრა.

„ქალი ჩლუნგდება მხოლოდ სამსაზარეულოში ტრიალით. მე ვერ ავიტან ქალი რომ სულ სახლში იყოს“, – თქვა შეხვედრის ერთ–ერთმა მონაწილემ თორნიკე პარუნაშვილმა.

მას მიაჩნია, რომ თუ დღეს ქვეყანაში ქალთა უფლებები უფრო მეტად ირღვევა, ვიდრე მამაკაცების, ეს ქალების ნაკლები განათლების ბრალია: „ქალებს არ აქვთ ამაღლებული ცნობიერების დონე, ამიტომ ვერაფერს ეტყვი კაცებს, რატომ სცემთ ქალებსო. მაგრამ რადიკალ ფემინისტებს ვერ ვიტან, რომ ამბობენ არ გათხოვდეთ, გათხოვება კაცის მსახურებააო“.

ნინო რუხაძის თქმით, ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, ახალგაზრდებში ცნობიერების დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე უფროსი ასაკის როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

„ახალგაზრდებს, უნივერსიტეტებსა და სკოლებში მიღებული სამოქალაქო განათლების შედეგი ეტყობათ. შედარებით უფროსები მსჯელობისას ამბობენ, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უნდა იყოს, თუცა მათ საუბარში ყოველთვის ჩნდება სიტყვა მაგრამ, რაშიც ის იგულისხმება, რომ რეალურად ცხოვრებაში თვითონ სხვაგვარად იქცევიან“, – ამბობს ნინო რუხაძე.

შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ქალთა თვესთან, მარტთან დაკავშირებით გაიმართა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის „ქალთა ოთახმა“ მუშაობა შეაჯამა
‘მეტი ქალი პარლამენტში’ – აქცია ახალციხეში
ახალციხის  მერია ახალგაზრდების გენდერული განათლებით დაინტერესდა
ქალი და ძალადობა
ახალციხეში ასოციაცია „ქალი და განვითარებამ“ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
დისკუსია – ამომრჩეველ ქალთა საჭიროებები [ანონსი]
ქალთა უფლებები და მოტივაცია