FM97.5 / LIVE

მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 03.07.2015
ახალციხის მერიის ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სტიპენდია დაენიშნათ. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 6 და კოლეჯ „ოპიზარის“ 2 სტუდენტი ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებს.

მერიამ წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა

დღეს, 3 ილისს, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა და წარმატება პირადად მიულოცა.

გიორგი კოპაძის თქმით, მერია ამ გზით სტუდენტების წახალისებას ცდილობს: „გვინდა სტუდენტთა რაოდენობა გავზარდოთ და ქალაქში არსებული სხვა სასწავლებლებიც მოვიცვათ. რაც მეტი წარჩინებული ახალგაზრდა გვეყოლება, მით უკეთესია. ისინი მომავალი საჯარო მოხელეები და ხელისუფლების წარმომადგენლები იქნებიან“.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ეს იქნება მაგალითი სხვა სტუდენტებისთვისაც, რომ უკეთ ისწავლონ და მომდევნო წლებში უკვე ისინი გახდნენ სტიპენდიანტები.
ახალციხის მერიისგან ფულადი ჯილდო მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა ამ წლის სტიპენდიანტ ელენე მაღრაძისთვის: „ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე რომ მერის ერთ–ერთი სტიპენდიანტი მე ვიყავი. ამის შემდეგ უფრო შევეცდები კარგად ვისწავლო“.

ახალციხის მერია ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის დანიშვნას შემდეგ წლებშიც გეგმავს.

[ნანა მიქელაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2015 წლის მეორე სემესტრის წარჩინებულ სტუდენტებს მერია ოქტომბრის სტიპენდიას ურიცხავს
რას ჰპირდება ახალციხის მერია სტიპენდიანტების მეორე ნაკადს
ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს
ახალციხის მერიამ სტუდენტებს დაპირებული სტიპენდია მხოლოდ 2 თვე მისცა
'ახალციხელობაზე' მერიის სტიპენდიანტები დააჯილდოვეს
ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს  წიგნები გადასცეს [ფოტო]
ახალციხის მერი ვეტერან სპორტსმენებს შეხვდა