FM97.5 / LIVE
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ვადაზე ადრე აღდგა

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ვადაზე ადრე აღდგა

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.12.2015
დაანონსებული ორი დღის ნაცვლად, ახალციხესა და ასპინძას ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ ერთი დღით შეუწყდა.

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ვადაზე ადრე აღდგა

კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ვადაზე ადრე დაასრულა და შესაბამისად, გაზის მიწოდებაც 15 დეკემბრის 15:00 საათის ნაცვლად, 14 დეკემბრის 16:00 საათიდან დაიწყო.

შპს „ინტერგაზის“ დირექტორის ვასილ აბულაძის განმარტებით, მარნეულში დროზე ადრე დაასრულეს სამუშაოები. გაზის მიწოდება შუადღედან დაიწყო და ეტაპობრივად, როგორც კი მილები გაივსო, გაზის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგა.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, მარნეულის განშტოებაზე ჩასატარებელი შეჭრითი სამუშაოების გამო, ქალაქ ახალციხეს, ვალეს, დაბა ასპინძას, სოფელ ხიზაბავრას და დამალას ბუნებრივი აირის მიწოდება 14 დეკემბრის 05:00 საათიდან შეუწყდა. აღნიშნული სამუშაოების გამო ბუნებრივი აირის გარეშე სამცხე–ჯავახეთში 7.200 აბონენტი იყო დარჩენილი.

გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო დღეს, 14 დეკემბერს, ქალაქ ახალციხის ბაღებში სწავლა შეწყვეტილი იყო, ქალაქის 7 სკოლიდან 4–ში კი გაკვეთილების ხანგრძლივობა იყო შემცირებული.

ხვალიდან სკილებიც და ბაღებიც მუშაოების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება
ხვალიდან, 15 დეკემბრიდან, ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდება
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება შეწყდება
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის სკოლებში სწავლა აღარ შეჩერდება
ახალციხეში გაზის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა
შეზღუდვები ახალციხის სკოლებში – სად შეწყდება სწავლა