FM97.5 / LIVE

შეზღუდვები ახალციხის სკოლებში – სად შეწყდება სწავლა

მთავარისაზოგადოება » განათლება 14.12.2015
ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის გამო, ახალციხის შვიდი სკოლიდან ოთხში დღეს გაკვეთილების ხანგრძლივობა შემცირდება, ხვალ კი სამი მათგანი საერთოდ არ იმუშავებს.

შეზღუდვები ახალციხის სკოლებში – სად შეწყდება სწავლა

შეფერხებით მუშაობა იმ სკოლებს უწევთ, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზე მუშაობს.

კონკრეტულად, ახალციხის მეორე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე სკოლებში, დღეს, 14 დეკემბერს, გაკვეთილების ხანგრძლივობა 45–დან 35 წუთამდე შეამცირეს. სკოლების ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის გათიშვის გამო მიიღო.

ხვალ, 15 დეკემბერს კი, ამ ოთხი სკოლიდან სამში, მეორე, მეოთხე და მეშვიდე სკოლებში, სწავლა არ იქნება. დირექტორის, გია კაპანაძის განმარტებით, მეექვსე სკოლა ხვალ კლასების გათბობას ელექტროგამათბობლებით ეცდება.

განსაკუთრებული პრობლემის წინაშე მეშვიდე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლა დგას. აქ მოსწავლეები ღამეც სკოლაში რჩებიან.

დირექტორის, ლალი კარკაძის თქმით, გაზის მიწოდების შეწყვეტის შესახებ არ იცოდნენ, შესაბამისად, მშობლები არ გაუფრთხილებიათ, დღეს გუშინდელი გათბობის ხარჯზე იმუშავებენ და საღამოს მოსწავლეებს სახლებში გაუშვებენ.

„ეს პანსიონია და ღამეც რჩებიან ბავშვები, სავარაუდოდ ვერავის დავიტოვებ, რომ არ გაცივდნენ“, – ამბობს სკოლის დირექტორი.

სამივე სკოლა გაცდენილი საათების რაოდენობას დასვენების დღეებში აანაზღაურებს.

შეგახსენებთ, სარემონტო სამუშაოების გამო 14 დეკემბრიის გამთენიისას 05:00 საათზე ახალციხეს, ვალეს, დაბა ასპინძას, სოფელ ხიზაბავრას და დამალას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში" განმარტავენ, რომ მიზეზი მარნეულის განშტოებაზე ჩასატარებელი შეჭრითი სამუშაოებია. გაზის მიწოდება 15 დეკემბერს, 15:00 საათზე აღდგება.

გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, სწავლა ორი დღით შეწყდა ქალაქ ახალციხის ბაღებშიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში სწავლა აღარ შეჩერდება
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ერთ საათში აღდგება
ხვალიდან, 15 დეკემბრიდან, ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდება
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება შეწყდება
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება ვადაზე ადრე აღდგა
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება