FM97.5 / LIVE

ბორჯომის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის დაჯილდოვდა

მთავარიეკონომიკა 14.12.2015
ქალაქ ბორჯომსა და მის შემოგარენში გაკეთებული მარკირებული ბილიკებისა და ხეებზე საინფორმაციო ნიშნულების დამონტაჟების პრაქტიკით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საქართველოს საუკეთესო 9 მუნიციპალიტეტს შორის მოხვდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისთვის დაჯილდოვდა

"ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა 2015"-ამ სახელწოდების კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. სპეციალურმა კომისიამ 70 მუნიციპალური ერთეულიდან 9 მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული 10 საუკეთესო პრაქტიკა შეარჩია.

სამცხე–ჯავახეთიდან გამარჯვებულებს შორის მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოხვდა. ბორჯომიდან საუკეთესოდ ორი პროექტი აღიარეს. ესენია: "ბორჯომი – ინფო" და "მარკირებული ბილიკები". ორივე პროექტი მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს.

"ბორჯომი ინფო"-ს საშუალებით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ, მოსახლეობისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სისტემა დაინერგა."მარკირებული ბილიკები" კი
საფეხმავლო ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული, ქალაქის ქუჩებსა და მის გარეუბანში საფეხმავლო ბილიკებს მარკირება გაუკეთეს.

"საინფორმაციო დაფები ჩამოსულ ტურისტს უადვილებს გადაადგილებას და ამ ინფორმაციის საშუალებით ახერხებს მოინახულოს ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ბორჯომში", – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი.

"დღეს ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ყველა შესაძლებლობა, რომ ცენტრალური მთავრობისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც თავად მიაჩნიათ სწორად. ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა დანერგეს საუკეთესო პრაქტიკა", – აცხადებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კონკურსი "ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა" ყოველ წელს ჩატარდება.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა
ბორჯომში თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა კონკურსი ჩატარდება
ბორჯომის პარკის კონცეფციის კონკურსზე ორი პროექტი შეირჩა [R]
აბასთუმანში პარკები და საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა
ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
ბორჯომელი ნინო ქარდავა 'წლის საუკეთესო მუსიკის პედაგოგი' გახდა
ბორჯომი მუსიკოსთა ეროვნულ კონკურსს მასპინძლობს