FM97.5 / LIVE

ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

მთავარისიახლე, განათლება 18.10.2019
ბორჯომში, ყვიბისის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ბაკურ გელაშვილი, კონკურსის „საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი“ ფინალშია.

ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კონკურსს „საუკეთესო მასწავლებელი“ ყოველწლიურად, სხვადასხვა სპეცილობის მასწავლებლებისთვის ატარებს.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენა.

როგორც კონკურსის მონაწილე ბაკურ გელაშვილი ამბობს დაჯილდოება 23 ოქტომბერს, თბილისში მასწავლებლის სახლში გაიმართება, სადაც ოთხიდან ერთი საუკეთესო ისტორიის მასწავლებელი გამოვლინდება.

„გადავწყვიტე რომ წელს ამ კონკურსში ჩავრთულიყავი, ჩამოსულები იყვნენ კიდეც მესწრებოდნენ გაკვეთილზე და დღეს დამირეკეს, მითხრეს, რომ ოთხ საუკეთესო პედაგოგს შორის ვიყავი და დაჯილდოებას უნდა დავსწრებოდი“, - გვითხრა ბაკურ გელაშვილმა.

ისტორიის პედაგოგის გარდა, კონკურსი ეტაპობრივან სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისთვისაც ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ვინაობა ცნობილია
საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა
წაღვერის სკოლის მასწავლებელს ეროვნული ბიბლიოთეკის პრიზი გადაეცა
ბორჯომელი ნინო ქარდავა 'წლის საუკეთესო მუსიკის პედაგოგი' გახდა
კონკურსში ‘ჩემი მასწავლებელი’, ორგანიზატორის რჩეული ბორჯომელი მოსწავლე გახდა
საფეხური: წარმატებული მასწავლებელი წაღვერის სკოლიდან [Audio]
პროგრამა 'ასწავლე საქართველოსთვის' კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის კონკურსს აცხადებს