FM97.5 / LIVE

პრემიერმა ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

მთავარიპოლიტიკა 20.11.2014
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა და საველე შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრემიერმა ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

პრემიერმა ისტორიული საჯინიბო, პირველი სატრაპეზო, ვარძიის სამრეკლო, ძეგლის მთავარი კარიბჭე, თამარის წყარო, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მამათა მონასტერი დაათვალიერა.

„ათეული წლებია ვარძია არ იყო განათებული. ჩვენი ინიციატივით ვარძია გავანათეთ, რათა მეტი ტურისტის მოზიდვის ადგილი გახდეს; ბოლო ორი წელი ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, ახლა საჭიროა, რომ ძეგლის უნიკალურობა მეტად იქნას წარმოჩენილი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვარძიაში სტუმრობისას.

პრემიერმა ვარძიის საველე შტაბში სამუშაო შეხვედრა გამართა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მისი განცხადებით, ვარძიის რეაბილიტაცია 3–4 წელიწადზეა გაწერილი.

ვარძიის გადარჩენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუშაობა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დაგეგმილია საგანგებო სეისმო და მეტეო-სადგურების ქსელის ინსტალაცია, კლდის სრული დიაგნოსტიკა - სეისმო-ტომოგრაფიული და გეოფიზიკური კვლევა და თერმო გადაღებები.

გარდა ამისა, კვადროკოპტერის მეშვეობით ვარძიის სამგანზომილებიანი მოდელი შეიქმნება, სადაც ვარძიის მდგომარეობის სრული და დეტალური ინფორმაცია განთავსდება.

ვარძიის ქედზე ხორციელდება წყალამრიდი არხების აღდგენა-მშენებლობა, ხოლო 2015 წლის ბოლოს მზად იქნება ვარძიის კედლის მხატვრობის სრული კვლევითი-დიაგნოსტიკური დოკუმენტაცია.

ძეგლის ინფრასტრუქტურის სრული მოწესრიგებისთვის მიუვალ და სახიფათო უბნებზე კიბეებისა და მოაჯირების მონტაჟი და ტურისტული ბილიკების მოწესრიგება მიმდინარეობს.

ვარძიაში დამონტაჟდა განათების სისტემაც, რომელიც ჩაბნელებული ძეგლის სრულად განათებისა და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის ვარძიის ღამის საათებში მონახულების შესაძლებლობას იძლევა.

პროგრამის განსახორციელებლად გაერთიანებულია ქვეყნის სამეცნიერო და საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელსაც იუნესკოს ექსპერტი, კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინჟინრო-გეოლოგიური მეცნიერებების დოქტორი, მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს.

ვარძიის ფრესკების კვლევით სამუშაოებში ლონდონის კურტოს უნივერსიტეტისა და თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტვარაცია– კონსერვაციის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ.

პრემიერ–მინისტრის ინიციატივით დაწყებული ვარძიის გადარჩენის პროექტის განსახორციელებლად, პირველი ეტაპისთვის, მთავრობამ უკვე გამოყო ნახევარ მილიონ ლარზე მეტი.

პრემიერმა ვარძიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

[ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიაში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს
ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო
ვარძიის ნახანძრალი მხატვრობის გაურკვეველი  ბედი [Photo]
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა