FM97.5 / LIVE

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2018
ძალიან მალე შორეთში საუკუნეების წინ შეწყვეტილი საეკლესიო ცხოვრებაც აღდგება. აქ მამათა მონასტრის რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია.

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

ქართულ–კავკასიური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი მალხაზ დათუკიშვილი, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც 1986 წელს არქიტექტორ–რესტავრატორთა ჯგუფთან ერთად შორეთის სამონასტრო კომპლექსში გაწმენდითი, შემდეგ კი არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო. მას შემდეგ 32 წელი გავიდა.

„მაშინ სტუდენტური ექსპედიციის ხელმძღვანელი ვიყავი. ჩავატარეთ გაწმენდითი სამუშაოები და არქეოლოგიური გათხრები. შემდეგ, როგორც უკვე ქართულ–კავკასიურმა ინსტიტუტმა გავაგრძელეთ როგორც არქეულოგიური, ასევე წყაროების კვლევა. მნიშვნელოვანია შორეთის მონასტრის კედლებზე შემორჩენილი შუა საუკუნეების ლაპიდარული (კედელზე შესრულებული) მრავალი საინტერესო წარწერა, რომელიც ისტორიულ ცნობებს შეიცავს“, – გვიყვება მალხაზ დათუკიშვილი.

გაწმენდისა და არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, 2015 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რესტავრაცია ჩაუტარდა ეკლესიის სამკვეთლოს, სანათლავს, კარიბჭეს, საძვალესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიშენებულ, მე-13 ს-ის ეკლესიას.

ძეგლის რესტავრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობდა.

პირველ ეტაპზე, სპეციალისტებმა შეძლეს ღვთისმშობლის გამოსახულებიანი უნიკალური მოზაიკის შენარჩუნება.

„ეს მოზაიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერთან, ან კვიპროსთან, ან ტრაპიზონის სამეფოსთან, რადგან მაშინ ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ვასალურ დამოკიდებულებაშიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტრაპიზონის სამეფო საქართველოსთან. მოზაიკა იშვიათია ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში და შემორჩენილია წრომში, გელათში, მარტვილსა და შორეთში“.

მეორე ეტაპი მოიცავდა მთავარი ტაძრის ინტერიერის, აფსიდის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მკლავების აღდგენას; თიხატკეპნილი იატაკისა და ტაძრის დროებითი გადახურვის მოწყობას; სამხრეთ-აღმოსავლეთ ეკლესიის ფასადებისა და გადახურვის გაკეთებას; კარიბჭე-სამრეკლოს პირველი სართულის ინტერიერისა და სამხრეთ-დასავლეთ ეკლესიის ფასადებისა და ინტერიერის აღდგენას.

ამ ეტაპზე სამრეკლოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ერთ თვეში დასრულდება.

„შემდეგ ჯვარსაც დავადგამთ. ვცდილობთ თოვლის მოსვლამდე მოვრჩეთ სამუშაოებს“, – ამბობს მალხაზ დათუკიშვილი.



შორეთის სამონასტრო კომპლექსი VI-VII - XV საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კედლის მოზაიკით შემკული სამონასტრო ორსართულიანი ლავრაა, სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველოიანი ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ძეგლი მრავალჯერ გადაკეთებული რთული არქიტექტურული ნაგებობაა. მთავარი ეკლესია VI-VII საუკუნეების საკულტო ნაგებობის (სავარაუდოდ ქრისტიანული ეკლესიის) ნაშთებზეა აგებული, რასაც მოწმობს ორივე საძვალისა და სატრაპეზოს კედლების წყობა და საკურთხევლის ქვეშ კარში ჩაშენებული ქვის სვეტი სტილიზებული ჯვრით. მთავარი ეკლესია - ორეკლესიანი ბაზილიკა - საკმაოდ ძველია; XII-XIII საუკუნეში ის სავარაუდოდ გააფართოვეს და გადააკეთეს მონასტრად - სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიაშენეს მცირე ეკლესია და სკრიპტორიუმი. XIV-XV ს-ში მიაშენეს კარიბჭე, სამხრეთიდან საძვალეზე დაშენებულია რეკონსტრუირებული ეკლესია და სამრეკლო.
შორეთის მონასტერი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთასთან ექვს კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსამდე რთული და კლდოვანი აღმართი მიდის. ამ გზის გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით შეიძლება.

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

შორეთი – ნანგრევებიდან აღდგენილი სამონასტრო კომპლექსი [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
შორეთის მონასტერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სამცხე–ჯავახეთში რეაბილიტირებული ძეგლები
ზარზმაში აღმოჩენილი ნაგებობა შუა საუკუნეების დარანია
აღმოჩენა აწყურში
თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ
აწყურში  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო