FM97.5 / LIVE

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photo\video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 29.05.2018
არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩენილი ახალი იარუსები, განათებული ქვაბულები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ვარძიის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება.

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]

ვარძიის კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, წელს უნდა დამთავრდეს. ამ პერიოდში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები, გასუფთავდა და დაემატა ახალი გამოქვაბულები. მათი რაოდენობა არსებული ქვაბულების დაახლოებით 20% –ს შეადგენს. კომპლექსის ზედა მხარეს, საიდანაც ქვათა ცვენის საშიშროება იყო, გაკეთდა დამცავი ბადეები. გამოქვაბულებში დამონტაჟდა განათება და მიმანიშნებელი დაფები. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყო სველი წერტილები, დაიდგა ხის სკამები და წყლის ბიუეტები.

ახლა ვარძიაში კლდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად შენდება ვიზიტორთა ცენტრი და ფართოვდება საპარკინგე ადგილები.

„ბევრი უბანია ვარძიაში, რომელიც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. ამ ყველაფერთან ერთად, მიმდინარე წელს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებასაც ვგეგმავთ“, – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე.

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]ფართომასშტაბიანი სამუშაოები ვარძიაში 2015 წელს დაიწყო. მანამდე კი კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს მულტიდისციპლინური კვლევები ჩაუტარდა, რაშიც ქართველ სპეციალისტებს იტალიელი ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი დაეხმარა.

„ძალიან ბევრი სირთულეები იყო ვარძიაში, კლდის გარკვეული ნაწილი იშლებოდა. გასასვლელი გვირაბი კვირაში შვიდი მილიმეტრით იწევდა დაბლა. ამინდის გაუარესებასთან ერთად საშიშროება იყო, რომ მთლიანად მოწყვეტილიყო. იტალიელი სპეციალისტის კონსულტაციით 48 ანკერით დავამაგრეთ ზედა ქანზე. ამ ქმედებამ სხვა ადგილების სტაბილიზაციაც გამოიწვია“, – გვიხსნის ანთიძე.

მისი თქმით, ოთხწლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, ვარძიის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია: „შეიძლება ითქვას, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დამთავრებულია“.

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]ანთიძის თქმით, ამ ეტაპზე სამონასტრო კომპლექსში ახალი ქვაბულების გასუფთავება აღარ იგეგმება: „ის რაც დავამატეთ არ არის ცოტა. სწორად დავგეგმეთ სამუშაოები თავიდანვე და ვიცით თუ რისი მოვლის შესაძლებლობა გვაქვს, დანარჩენი ქვაბულები ჯერ სჯობს, რომ ბუნებრივი კონსერვაციის პირობებში იყოს“.

2014 წლიდან დღემდე ვარძიის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით ოთხი მილიონი ლარი დაიხარჯა.

„2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კვლევებისთვის ნახევარი მილიონი გამოიყო, 2015 წელს მილიონ ნახევარი. 2016–2018 წლებში კი, დაახლოებით, ორმილიონნახევარი ლარი ფონდ „ქართუმ“ დახარჯა. ამ თანხაში შედის ინფრასტრუქტურაც, წყალგაყვანილობაც, მხატვრობის კონსერვაციაც. შეიძლება ითქვას, რომ ვარძია გამართულად ფუნქციონირებს“.

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მომდევნო წლებში ვარძიის კომპლექსისთვის ამდენი თანხის გაღება საჭირო აღარ იქნება: „დამთვალიერებლებიდან შესული თანხით კომპლექსი თავის შენახვას და მოვლას შეძლებს. ვარძიას, ბუნებრივია, მცირეოდენი ხელის შევლება ყოველ წელს დასჭირდება. ეს რაში გამოიხატება დრო გვიჩვენებს".

კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს დამთვალიერებლები თითქმის ყველა სეზონზე ჰყავს. ვარძიას ყოველწლიურად 250 000–მდე დამთვალიერებელი სტუმრობს. ტურისტების რაოდენობით პირველ ადგილზე რუსეთი და პოლონეთია, შემდეგ გერმანია, ჰოლანდია და შვეიცარია.
ვარძიაში ბილეთის ფასი შვიდი ლარია, სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის კი ერთი ლარი.

„წელს დაახლოებით 30%–ითაა გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა. ვარძიის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობამ, სასტუმროების და კაფეების გაკეთებამ ვფიქრობ, ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია“, – ამბობს ვარძიის კომპლექსის დირექტორი კახა ზაზაძე.



ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]

ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება [photovideo]

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვარძიის მიმდებარედ მესხურ ვაზს დარგავენ
ვარძიაში საცხოვრებელი დანიშნულების გამოქვაბულები აღმოაჩინეს
ვარძიის გადარჩენისთვის 4–წლიანი პროექტი დაიწყო
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ვარძიაში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
ვარძიაში ორი ახალი იარუსი და ათი ახალი ქვაბული აღმოაჩინეს
კულტურის სამინისტრო ვარძიის კონსერვაციის გეგმაზე მუშაობას იწყებს