FM97.5 / LIVE

ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია

მთავარისამართალი » შემთხვევა 10.12.2015
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია. ერთ–ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია
საინფორმაციო სააგენტო jnews.ge–ს ფოტო

შემთხვევის შესახებ ინფორმაციას სააგენტო jnews.ge ავრცელებს. როგორც სააგენტო იუწყება 1992, 1987 და 1977 წელს დაბადებული მოქალაქეები ახალქალაქში რუსეთიდან ნათესავის დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, სამივე მათგანს ღამე ერთ ოთახში ეძინათ, ხოლო დილით როცა აღარ გამოჩნდნენ სახლში მიაკითხეს. აღმოჩნდა, რომ სამივე მათგანი უგონოდ იყო.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა ისინი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც საავადმყოფოში განმარტავენ, ერთ–ერთი მათგანი საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. ორი კი მოწამლულია და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ისინი თბილისში გადაიყვანეს.

შსს–ში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

[თამარ თოთაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა
ავარია ახალქალაქში - დაშავდა სამი არასრულწლოვანი
ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
ახალქალაქში ქალს მანქანა დაეჯახა
გაზით მოწამლული ერთი პაციენტი ამ დრომდე სტაციონარში რჩება