FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა

მთავარისიახლე, სამართალი 15.08.2019
ნინოწმინდა–გორელოვკის საავტომობილო გზაზე, "ჯიპის" მარკის ავტომობილი გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, ერთი მცირეწლოვანი დაშავდა.

ნინოწმინდაში ავტოსაგზაო შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა

შემთხვევა დღეს, 15 აგვისტოს დაახლოებით 13:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას ნინოწმინდის რადიო „ნორი“ ავრცელებს.

„ჯიპის“ მარკის ავტომანქანაში ორი მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი იმყოფებოდა. გზიდან მანქანის გადავარდნის შედეგად, დაშავდა ერთი მოზარდი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ნინოწმინდის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ნინოწმინდის რაიონულ საავადმყოფოში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ დაშავებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას თვალის მსუბუქი დაზიანება აღენიშნება: „ნინოწმინდის საავადმყოფოს თვალის ექიმი, დღეს ახალქალაქში მორიგეობს, ამიტომ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, ბავშვი ახალქალაქში გადაიყვანა“.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 274-ე მუხლით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

[რობი ზარიძე, ნინოწმინდა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას 4 ადამიანი დაშავდა
ნიჯგორში ავარიის შედეგად 20 წლის მამაკაცი დაშავდა
ბორჯომი–თბილისის მატარებლის და მანქანის შეჯახების შედეგად 60 წლამდე კაცი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში – დაშავდა 18 წლის გოგონა
ბორჯომში ავარიის შედეგად 65 წლის  კაცი დაშავდა