FM97.5 / LIVE

ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

მთავარისიახლე, შემთხვევა 02.06.2020
ახალქალაქის სოფელ გოკიოში 35 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, მისი სიკვდილის მიზეზი მექანიკური ასფიქსია გახდა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალქალაქში 35 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

გარდაცვლილი 1-ელ ივნისს გვიან ღამით იპოვეს. მათი ინფორმაციით, ქალი სოფელში, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, მას ოჯახი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა.

„როგორც ვიცი, ყველა სახლში იყო. უნდა ებანავა. ისეთი ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ, თვითონაც მეგობრული იყო ყველასთან. ნიჭიერი მასწავლებელი იყო, ეგ მიკვირს თვითმკვლელობა რანაირად..“, - ამბობს ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა ახალციხეში ჩაუტარდა. როგორც სამცხე–ჯავახეთის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი დავით მერაბიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, გარდაცვალების მიზეზების სრული დასკვნა ერთი თვის შმედეგ იქნება ცნობილი: „მექანიკური ასფიქსიაა მარყუჟის გამოყენებით. გამოსაკვლევია, ჯერ დასკვნა ბოლომდე დაწერილი არ არის, ერთი თვის შემდეგ იქნება“.

შსს-ს ინფორმაციით, ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევის შესახებ პირველად ინფორმაცია სააგენტო jnews.ge-მ გაავრცელა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ ბეჟანოში 58 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში 31 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს
ახალციხეში 82 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
„მოამბის“ ოპერატორი სოფო ბობოხიძე გარდაცვლილი იპოვეს
იმ გოგონას დედამ, რომელიც 7 თვის წინ გარდაცვლილი იპოვეს, თავი ჩამოიხრჩო
ახალქალაქში 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს