FM97.5 / LIVE

ზურა დოიჯაშვილი: ოპერაციის შემდეგ პირველ კონცერტს ახალციხეში ვატარებ

მთავარისაზოგადოება 06.12.2015
მესხეთის თეატრში ზურა დოიჯაშვილის, ქუჩის ბიჭების, ტატო გოდერძიშვილის და ეკა თევზაძის კონცერტი მიმდინარეობს. საღამოს წამყვანი ზურაბ კობეშავიძეა.

ზურა დოიჯაშვილი: ოპერაციის შემდეგ პირველ კონცერტს ახალციხეში ვატარებ
მესხეთის დრამატულ თეატრში კონცერტი 17:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთის“ სიმღერით გაიხსნა.

„მინდა ყველა ახალციხელს მოვეფერო. დიდი ხანია სცენაზე არ გამოვჩენილვარ. ოპერაციის შემდეგ პირველ კონცერტს აქ ვატარებ. დღეს ახალციხელ მაყურებელს ჩემს 12 სიმღერას შევთავაზებ“, – ამბობს ზურა დოიჯაშვილი.

ღონისძიება, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ტარდება. კონცერტისთვის 9400 ლარი დაიხარჯა.

„ჩვენს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამ ჯგუფმა გაიმარჯვა. ძალიან მიხარია, რადგან ზურას და მის შემოქმედებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ჩვენი მოსახლეობა კონცერტისგან დიდ სიამოვნებას მიიღებს“,– ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

დღევანდელი საღამო საათნახევარი გაგრძელდება.

ზურა დოიჯაშვილი: ოპერაციის შემდეგ პირველ კონცერტს ახალციხეში ვატარებ

ზურა დოიჯაშვილი: ოპერაციის შემდეგ პირველ კონცერტს ახალციხეში ვატარებ
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ზურა დოიჯაშვილის და მისი მეგობრების კონცერტი ჩატარდება
9400 ლარი კონცერტისთვის
ანსამბლი 'რუსთავი' ახალციხეში კონცერტს გამართავს
სად იყიდით ბილეთებს 'ერისიონის'კონცერტისთვის
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
მესხეთის სახელმწიფო თეატრში სეზონი გაიხსნა