FM97.5 / LIVE

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება

მთავარიპოლიტიკა 06.12.2015
გუშინ, 5 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა,'ნაიონალური მოძრაობის' პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტია გუნდურ მმართველობაზე გადადის და მას არ ეყოლოება ერთი კონკრეტული თავმჯდომარე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, ის ვეღარ გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას ქვეყანაში, შესაბამისად ვერ დარჩება პარტიის თავმჯდომარედ.

„ის, რომ პოლიტიკური დევნის შედეგად მოხდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პრაქტიკულად მთლიანი იზოლირება ქართული პოლიტიკური და სამართლებრივი სივრციდან, ქვეყნისთვის არის ცალსახად ცუდი და ხელისუფლებისთვის სამარცხვინო. მაგრამ, რაც შეხება საკითხის სამართლებრივ მხარეს, ჩვენ, როგორც პარტია და როგორც პოლიტიკოსები, ვემორჩილებით კანონს, ვემორჩილებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, გუშინდელი დღის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ გახლავთ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე", – განაცხდა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, 3 წელია პარტია გადასულია გუნდურ მართველობაზე არსებობს პოლიტიკური საბჭო, პოლიტსაბჭოს თავჯდომარე და გენერალური მდივანი, და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში. ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავჯდომარის არჩევის: "პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას, პარტიას მართავს პოლიტსაბჭო და გუნდურად, ერთიანად, ერთად ჩვენ აუცილებად შევასრულებთ მთავარ ამოცანას და 2016 წლის არჩევნებით დავამარცხებთ და სახლში გავუშვებთ ამ ხელისფლებას".

ნუგზარ წიკლაურის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პარტიის უპირობო ლიდერად რჩება: "ნებისმიერი მცდელობა, იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა სახის ძალადობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილს შორის კავშირის გაწყვეტას".

შეგახსენებთ, 4 დეკემბრიდან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. შესაბამისი ბრძანებულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა. ექსპრეზიდენტს მოქალაქეობა იმის გამო შეუწყდა, რომ მას აქვს უკრაინის მოქალაქეობა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა კი, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
'ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძე აირჩიეს
‘ძალა ერთობაშია’ და ‘ნაციონალები’ პრემიერ-მინისტრად სააკაშვილს ასახელებენ
ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლა
ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში
მიხეილ სააკაშვილი 'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის პოსტს ტოვებს