FM97.5 / LIVE

ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.01.2017
სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა“, ბორჯომის გარდა ყველა რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დატოვა. ბორჯომის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პარტიაში რჩებიან.

ვინ დარჩა და ვინ წავიდა „ნაციონალებიდან’ სამცხე–ჯავახეთში

„ყველას აზრი პატივსაცემია. ადამიანებს ქონდათ პრეტენზიები, შესაბამისად, გააკეთეს თავის არჩევანი. ჩვენ ორგანიზაციის 99% ვრჩებით „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვახტანგ ქვათაძე.
რაც შეეხება რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა რაიონულმა ორგანიზაციამ დატოვა.

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტარის (2012-2016 წ.წ), „ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილის წევრის ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით , უახლოეს ათ დღეში ახალი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში ჩასვლასა და რაიონული ორგანიზაციების შექმნას გეგმავენ: „ჩვენ შექმნით ადგილობრივ ორგანიზაციებს ქალაქებში, შემდეგ სოფლებში გავაგრძელებთ მუშაობას“.

მისივე თქმით, ვის აირჩევენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებად, ჯერ გადაწყვეტილი არ არის: „მოკლე დროში გადაწყდა ყველაფერი. ასე მალე ვერ გავთვლიდით, მოგვიწევს ცოტა ფიქრიც და არჩევნის გაკეთებაც“.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი პარტიას დახლოებით ერთ თვეში დააფუძნებენ. ხელმძღვანელიც დავით ბაქრაძე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ნაწილმა პარტია გუშინ, 12 იანვარს დატოვა. პარტია დატოვეს 38 საქალაქო და რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა და წევრებმა, 21 დეპუტატმა, ასევე პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა.


დაპირისპირება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პარტიის წევრთა ნაწილი, მათ შორის, გიგი უგულავა, დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, ზურაბ ჭიაბერაშვილი და პარტიის დეპუტაცია მოქმედი პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსა და პოლიტსაბჭოს სხვა წევრებს, ლევან ვარშალომიძეს, ზაზა ბიბილაშვილს, ჩიორა თაქთაქიშვილს, ნუგზარ წიკლაურს, აკო მინაშვილსა და სხვა ლიდერებს დაუპირისპირდა. იმ საკითხებს შორის, რომელზეც პარტიის წევრები ვერ თანხმდებოდნენ, პარლამენტის ბოიკოტი და მეორე ტურებში მონაწილეობის მიღება იყო. მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ მეორე ტურებში მონაწილოების აზრს ვერ ხედავდა, საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო პარტიის პოლიტსაბჭომ. პარლამენტში შესვლის იდეას პოლიტსაბჭოს მხოლოდ 9 წევრი შეეწინააღმდეგა.
კიდევ ერთი საკითხი, რამაც პარტიაში დაპირისპირება გაამწვავა, მიხეილ სააკაშვილის როლი იყო“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში”.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ენმ–ს ასპინძის ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ენმ–ში დარჩა
ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა
ვინ მიდის და ვინ რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" [სია]
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული თავმჯდომარე არ ეყოლება
ვინ წავა სამცხე–ჯავახეთიდან ენმ–ს ყრილობაზე
'ხელმძღვანელობა პარტიის სასარგებლოდ დატოვა’– ენმ–ს წევრები სააკაშვილის გადაწყვეტილებაზე
ბორჯომის ორგანიზაცია ენმ–ს ყრილობაზე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს