FM97.5 / LIVE

სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს

მთავარისაზოგადოება 03.12.2015
სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა, მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა, 300 ლარიანი ჯარიმით შეიცვალოს.

სასწრაფოს, სახანძროსა და პოლიციისთვის გზის არდათმობა შესაძლოა 300 ლარით დაჯარიმდეს

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა განმარტა, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს ითვალისწინებს. ახალი მიდგომა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შემუშავდა, ეს ახალისებს ახალი ავტომობილების შემოყვნას და ძველი ავტომობილების განბაჟებას ამკაცრებს.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობის ნაკლებად შეძლებულ ფენებს არ გაუძვირდეთ სატრანსპორტო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოტოციკლეტების, მოპედების განბაჟება მაქსიმალურად იაფი ხდება და ნაცვლად დამატებითი ღირებულების გადასახადისა, ისინი აქციზის მიხედვით განბაჟდებიან, როგორც ეს არის ავტომობილების შემთხვევაში.

ხუციშვილის თქმით, ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში", რომელიც რამდენიმე სიახლეს გულისხმობს: "მაგალითად, დღეისთვის ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც სასწრაფოსთვის გზის არდათმობა მართვის მოწმობის ჩამორთმევით ისჯება, თუმცა ამის სტატისტიკა გვაქვს სავალალო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სასწრაფოსთვის, სახანძროსთვის და პოლიციის მანქანისთვის გზის არდათმობა ამდენად მკაცრი არ უნდა იყოს, თუმცა ადმინისტრირება უნდა გამკაცრდეს და მართვის მოწობის ჩამორთმევის ნაცვლად, ეს დაისჯება 300 ლარიანი ჯარიმით და ადმინისტრირება ამ მიმართულებით გამკაცრდება".

ცვლილებების მიხედვით, 40 კილომეტრ/საათის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბება 50–ლარიან სანქციას გამოიწვევს, ხოლო 40 კილომეტრ/საათზე ზევით სიჩქარის გადაჭარბება უფრო მკაცრად დაისჯება.

"მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ღერძულა ხაზის გადაკვეთის შედეგად საპირისპირო ზოლში მოძრაობა. ალბათ, ბევრი შენიშნავდით, როდესაც თქვენ თქვენს ზოლში მოძრაობთ და ხედავთ, შუქნიშანზე გაჩერებულ ან საცობის შემთხვევაში, როგორ გადაკვეთს რომელიმე თავხედი მძღოლი და მოძრაობს პარალელურად საპირისპირო ზოლში იმისთვის, რომ გაასწროს ამ რიგს. ეს საკმაოდ დიდ პრობლემაა და ჩვენი ინფორმაციით, საცობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამომწვევია, ამიტომ ამის მიმართაც გამკაცრდება და 300 ლარიანი ჯარიმით დაისჯება ასეთი შემთხვევები. ამ მიმართულებით ადმინისტრირებაც გამკაცრდება", - განაცხადა ხუციშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები ნახევრდება
რა შემთხვევაში დაგაჯარიმებთ პატრული 200 ლარით – შსს–ს განმარტება
‘ჯარიმას ხომ ვიხდი და მაინც დავარღვევ ვეღარ იმუშავებს’– მინისტრის მოადგილე ცვლილებებზე
ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა – შსს–ს განმარტებები
მართვის მოწმობას ქულები ენიჭება და ვადიანი ხდება
საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება