FM97.5 / LIVE

ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობის გარეშე

მთავარიეკონომიკა 24.11.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას ადგილობრივი მოსახლეობიდან მხოლოდ ერთი ქალბატონი დაესწრო;

ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობის გარეშე
ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვას წყალთბილაში მცხოვრები ასთხიკ სარქისიანი დაესწრო.

„სოფლის გამგებელმა მითხრა პირადად, რომ დღეს განხილვა იყო და წამოვედი“, – ამბობს იგი.

რატომ არ დაინტერესდნენ მისი თანასოფლელები მომავალი წლის ბიუჯეტით, ან იცოდნენ თუ არა მათ იმის შესახებ, რომ დღეს, 24 ნოემბერს საჯარო განხილვა იმართებოდა, სარქისიანმა არ იცის: „ალბათ არ უნდოდათ, არ ვიცი“.

ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობის გარეშე

ასთხიკ სარქისიანის გარდა, დღევანდელ განხილვას არცერთი ადგილობრივი არ დასწრებია, თუ არ ჩავთვლით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც “World Vizion” საქართველოს სხვადასხვა პროგრამებში აქტიურად არიან ჩართულები და არა ერთ სოფელში პრობლემების მოგვარებაზეც ზრუნავენ.

მიუხედავად მოსახლეობის სიმცირისა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ირწმუნება, რომ ბიუჯეტის განხილვის შესახებ ინფორმაცია ყველა სოფელში გაავრცელეს: „ჩვენმა წარმომადგენლებმა გააგებინეს მათ ამის შესახებ, განცხადებები ყველგან იყო გამოკრული.
ინფორმაცია იდო ჩვენ ვებ გვერდზეც, ეს მედიამაც გაავრცელა“.

კითხვებზე, მაშინ რით აიხსენბა ის, რომ განხილვას მხოლოდ ერთი ადგილობრივი ესწრება და ხომარ მიუთითებს ეს იმაზე, რომ ხალხს ბიუჯეტის განხილვა ნაკლებად აინტერესებს, გვიპასუხა: „პირიქით, დიდ ნდობას გამოხატავენ“.

სარქისიანი ამბობს, რომ 2015 წელს მის სოფელში განხორციელებული პროექტებით კმაყოფილია: „გზა გაგვიკეთეს, გვითხრეს რომ საბავშვო ბაღიც გვექნება. კარგი იქნება თუ კულტურის სახლსაც გააკეთებენ“, – ამბობს იგი, თუმცა, თავისი სურვილისა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ბიუჯეტის განხილვისას არ უსაუბრია.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 სოფელი და ერთი ქალაქი (ვალე) შედის. მოსახლეობის საეთო რაოდენობა კი დაახლოებით 28 500 შეადგენს. სოფლებში გამგებლის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ განხილვები ადგილობრივებთან თავადაც გამართეს და ყველა პრობლემის შესახებ გამგეობას უკვე აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 ნოემბერს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. დისკუსიას ადგილობრივი თვითმმართველობის, სამხარეო ადმინისრტაციის, არასამთავრობო როგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის განხილვა მოსახლეობის გარეშე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სამხრეთის კარიბჭეში“ ახალციხის თემის ბიუჯეტის განხილვა მოეწყო
ადიგენში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
დღეს ახალციხის თემის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
სამცხე–ჯავახეთში ბიუჯეტების განხილვა  გვიანდება
რაში დახარჯავს ახალციხის მერია მომავალ წელს ფულს – ბიუჯეტის განხილვა
2013 წლის ბიუჯეტის განხილვა გრძელდება
ახალციხის მერიამ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა