FM97.5 / LIVE
ფოტოკონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

ფოტოკონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

მთავარისაზოგადოება » განათლება 22.11.2015
გამოცხადდა სასკოლო კონკურსი „ფოტო სინთეზი“ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად.

ფოტოკონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

კონკურსის თემაა „საქართველოს ფაუნა – ფოტოგრაფია vs ნადირობა“.

„გადაიღეთ ცხოველები, ფრინველები, მწერები, ამფიბიები და ველური ბუნების სხვა წარმომადგენლები ეზოში, ბაღში, ქუჩაში, ქალაქისა და სოფლის სიხლოვეს, მინდორში, ტყეში... ატვირთეთ ფოტო ჩვენს პორტალზე – Forestry.cenn.org , მოიგეთ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია და ძალიან მაგარი პრიზები!”, – აცხადებენ კონკურსის ორგნიზატორები.

ფოტოკონკურსს აცხადებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად.

კონკურსი მიმართულია ბრაკონიერობის წინააღმდეგ, რომელიც დიდი საფრთხეა როგორც ველური ბუნებისათვის, ასევე ქვეყნის განვითარებისა და მომავალი თაობების ჯანსაღი მსოფლმხედველობისათვის.

ორგანიზატორების თქმით, საკონკურსო ფოტოზე აღბეჭდილი უნდა იყოს ფაუნის რომელიმე წარმომადგენელი, მასთან დაკავშირებული ცალკეული დეტალი/ასპექტი, ან მოიცავდეს ნებისმიერი სახის ინფორმაციას ფაუნასთან მიმართებაში. ფოტოებმა უნდა წარმოაჩინოს პოზიტიური ფაქტები და მოახდინოს მათი პოპულარიზაცია, ან გაზარდოს ინფორმირებულობა ნეგატიური ფაქტების შესახებ და გამოიწვიოს პროტესტი.

საავტორო ფოტოკონკურსის გარდა, გამოცხადებულია სასკოლო სტენდების კონკურსიც. სასკოლო სტენდზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 10 ფოტო

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 შუალედური შედეგები
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა