FM97.5 / LIVE

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.05.2017
მოსწავლეებსა და პედაგოგებს, რომელთაც აქვთ გარემოსადმი მეგობრული, „მწვანე“ იდეები, გუნდური მუშაობის უნარი ლიდერის თვისებები, საკუთარი პოტენციალისა და შესაძლებლობების გამოვლენის შანში ეძლევათ. გარემოსდაცვითი, სასკოლო პრემია დაიწყო.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო
წლევანდელი კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.

კონკურსში გამარჯვება საკონკურსო აქტივობების შესრულებითა და ქულების დაგროვებით არის შესაძლებელი. სასურველი ღონისძიებების შესარჩევად სკოლებს საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები მიეცემათ.

დარეგისტრირება პორტალზე forestry.ge/konkursebi მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდეა შესაძლებელი; ქულების დაგროვება – 2018 წლის 10 თებერვლამდე.

კონკურსის პარტნიორები არიან – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation).

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის გამარჯვებულებს – გორის, თელავისა და დიდაჭარის საჯარო სკოლებს CENN ეკო ჰაბის მოწყობაში დაეხმარება. ეკო-ჰაბების შექმნა ასევე დაგეგმილია განსაკუთრებული აქტივობით გამორჩეულ სხვა სკოლებშიც. 23 ფინალისტი სკოლა მთელი წლის განმავლობაში ჟურნალ National Geographic-ის ნომრებს მიიღებს. ისინი ჩაერთვებიან CENN-ის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურებსა და საზაფხულო ბანაკებში. გარემოს დაცვის სამინიტრომ საკუთარი რჩეული გუნდები დაცულ ტერიტორიებზე ექსკურსიით დააჯილდოვა, ხოლო 1 ყველაზე იღბლიანი მოსწავლე – 1 დღით გარემოს დაცვის მინისტრი იქნება!

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
ახალციხეში „ეკო ჰაბი“ გაიხსნა
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020 შუალედური შედეგები
სამცხე–ჯავახეთის სკოლები ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად იბრძვიან
ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე