FM97.5 / LIVE

ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს

მთავარისაზოგადოება 14.11.2015
ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელს ფრიდონ აბაშიძე ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ტოლერანტობის ქომაგის საპატიო ჯილდო და სიგელი გადასცეს;

ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს
13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ყოველი წლის ამ დღეს, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ტოლერანტობის ქომაგებს ირჩევენ.

2015 წლის ტოლერანტობის ქომაგი ნომინაციაში პიროვნება, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ფრიდონ აბაშიძე გახდა.

„მადლიერი ვარ სახალხო დამცველის. დღეიდან თავს უფლებას მივცემ მეტად ამოვიღო ხმა რეგიონში ტოლერანტობის საკითხებზე; ვისაც სამშობლო გვიყვარს ტოლერანტობისთვის, ერთმანეთის რჯულშემწყნარებლობისთივს უნდა ვიბრძოლოთ“, – ამბობს აბაშიძე.

იგი 27 წელია ბიბლიოთეკაში მუშაობს. წლების წინ სოფელ საირმეს ბიბლიოთეკას ხელძღვანელობდა, მას შემდეგ კი რაც სოფლებში ბიბლიოთეკები დახურეს, საირმედან წიგნები ჭელას სკოლის ბიბლიოთეკაში გადაიტანა.

„წლების განმავლობაში სხვადასხვა გაზეთებში რელიგიური ტოლერანტობისა და პატრიოტიზმის შესახებ წერილებს ვაქვეყნებდი, იქ სადაც ტოლერანტობა არ არის, სირიაში, პარიზში, ვხედავთ რაც ხდება. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი“, – აცხადებს აბაშიძე.

ტოლერანტობის ქომაგად რელიგიათა საბჭომ დააჯილდოვა ნომინაციაში საჯარო მოხელე –საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ნომინაციაში ორგანიზაცია - თავისუფალი უნივერსიტეტი; ნომინაციაში მედია საშუალება - „სტუდია რეს“ ტელედისკუსიათა ციკლი დასახელდა.

ასევე, ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა: ნომინაციაში საჯარო მოხელე - საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რამინა (რიმა) ბერაძე; ნომინაციაში პიროვნება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი თამაზ ავდალიანი; ნომინაციაში ორგანიზაცია - მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის თეატრი და კულტურის ცენტრი; ნომინაციაში მედია საშუალება - საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ვრასტანი“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

ღონისძების ორგანიზატორი იყო საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ტოლერანტობის ქომაგად დაასახელეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'სამხრეთის კარიბჭეს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]
ეროვნულ უმცირესობათა საბჭო განცხადებას ავრცელებს
„რელიგიები და ეთნოსები საქართველოში“–ტოლერანტობის ცენტრმა ახალციხეში ვიქტორინა  ჩაატარა