FM97.5 / LIVE

მთავრობის ადმინისტრაციის დავალება ადიგენის გამგეობას

მთავარიპოლიტიკა 13.11.2015
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული ე.წ. გორგულის ხიდის შესახებ საკითხის შესწავლა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადიგენის გამგეობას დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციის დავალება ადიგენის გამგეობას
წერილში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას გორგულის ხიდის, ასევე ადიგენი–გორგული–უდეს გზის შესახებ საკითხის შესწავლას ავალებს. აღნიშნული დავალება მთავრობის ადმინისტრაციამ ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადიგენის გამგეობას მას შემდეგ მისცა, რაც მათ პრემიერ მინისტრის სახელზე "საზოგადოებრივი დარბაზის" ხელმძღვანელისგან გოდერძი კუბლაშვილისგან წერილი მიიღეს.

კუბლაშვილმა გორგულის ხიდთან ადიგენის ათი სოფლის მაცხოვრებლებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა მაშინ გაუგზავნა.

"გთხოვთ განიხილოთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში წერილში დასმული საკითხები და პასუხი აცნობოთ, როგორც განმცხადებელს, ისე საქართველოს მთავრობის კანცელარიას", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის წერილში, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაეწერა და ხელს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ როსებაშვილი აწერს.

კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ როგორც გორგულის ხიდის, ასევე ადიგენი–გორგული–უდეს გზის შესახებ, პრობლემები დადებითად გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ გორგულის ხდითან საპროტესტო აქცია 28 ოქტომბერს გამართეს და აქციის მონაწილეებმა შესაბამის ორგანოებს პრობლემების მოგვარების მოთხოვნით მიმართეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ
ადიგენში მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართვას უგზავნიან
‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში
ადიგენში საპროტესტო აქციას გეგმავენ
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე