FM97.5 / LIVE

‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში

მთავარისაზოგადოება 28.10.2015
‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’, ‘მოვითხოვთ უსაფრთხო გადაადგილებას’, – ადიგენში, ე.წ. გორგულის ხიდთან, ადიგენის 10 სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს.

‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში

ადიგენში საპროტესტო აქცია ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ორგანიზებით იმართება. ამ დროისთვის გორგულის ხიდთან, ახლომდებარე ათი სოფლის მოსახლეობა იკრიბება.

შეკრებილები გორგულის ხიდის კაპიტალურ შეკეთებას ითხოვენ. აღნიშნული ხიდი, რომელიც ავარიულია, რაიონულ ცენტრთან ათ სოფელს აკავშირებს.

„ამ წუთებშიც კი ადგილობრივი თვითმმართველობა დანაშაულს დანაშაულზე ამატებს. ხიდს დროებით, ხის მასალით არემონტებენ. ეს სახიფათოა და ნებისმიერ დროს შეიძლება ადამიანი ან ადამიანები იმსხვერპლოს“, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი, ‘საზოგადოებრივი დარბაზის’ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი.

გორგულის ხიდის გარდა, შეკრებილები კახარეთის ჰესისკენ მიმავალი არხის შეკეთებასაც ითხოვენ.

„არხი სოფლებისკენ მიმავალ გზას მიუყვება და ყველგან ჟონავს. სად როდის რა პრობლემა შეიქმნება არ ვიცით“, – ამბობს გოდერძი კუბლაშვილი.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ.

აქცია გოდერძი კუბლაშვილმა სოციალურ ქსელში, გასულ კვირას დააანონსა. კუბლაშვილმა გავრცელა აქციის მონაწულეთა მოთხოვნებიც:

1.სასწრაფოდ,შეკეთდეს ათი სოფლის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ხიდი,რომელზე მოძრაობაც სახიფათოა,როგორც ტრანსპორტისთვის ისე ფეხით მოსიარულეთათვის.

2.დაიწყოს ადიგენი-გორგული-უდე ე.წ.სამხედრო გზის რეაბილიტაცია.

3.დაიკეტოს და შეკეთდეს კახარეთგესზე მიმავალი არხი, რამეთუ გორგულის მონაკვეთის მთელ სიგრძეზე ჟონავს წყალი და საშიშროებას უქმნის მოსახლეობას.


‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მიმდინარე აქციის მონაწილეები პრემიერს მიმართვას უგზავნიან
ადიგენში საპროტესტო აქციას გეგმავენ
მთავრობის ადმინისტრაციის დავალება ადიგენის გამგეობას
ადიგენში გორგულის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ
ათი სოფლის ცენტრთან დამაკავშირებელი, საშიში ხიდი
ადიგენში 11 სოფელთან დამაკავშირებელი ძველი ხიდი ახლით შეიცვლება