FM97.5 / LIVE
გორგულის ხიდისა და გორგული–ადიგენი–უდეს დამაკავშირებელ გზას 2016 წელს გააკეთებენ.">

გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ

მთავარიეკონომიკა 18.11.2015
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ე.წ. გორგულის ხიდისა და გორგული–ადიგენი–უდეს დამაკავშირებელ გზას 2016 წელს გააკეთებენ.

გორგულში ავარიულ ხიდს მომავალ წელს შეაკეთებენ
მთავრობის ადმინისტრაციის დავალების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2016 წელს გორგულში ავარიულ ხიდს, ასევე გორგული–უდე–ადიგენის ავარიულ გზას გააკეთებენ.

„გზაც და ხიდიც ადიგენში ძალიან დიდი ხნის პრობლემაა. მომავალი წლის ბიუჯეტში მათთვის თანხა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და გავაკეთებთ“, – ამბობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა პაიჭაძე.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გარდა, ავარიული ხიდისა და გზის შეკეთების შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციამ წერილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც დააწერა. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ არც ხიდი და არც გზა, მათ ბალანსზე არაა, ამიტომ ბიუჯეტიდან მათ შესაკეთებლად თანხას ვერ გამოყოფენ. პრობლემის მოსაგვარებლად კი შესაბამის ორგანოებთან აქტიურად ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს გორგულის ხიდთან ათი სოფლის მაცხოვრებლებმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელის გოდერძი კუბლაშვილის ორგანიზებით აქცია გამართეს და საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გუგზავნეს. ამის შემდეგ, მთავრობის კანცელარიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას საკითხის შესწავლა დაავალა.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მთავრობის ადმინისტრაციის დავალება ადიგენის გამგეობას
ადიგენში გორგულის გზას ვერა, მაგრამ ხიდებს შეაკეთებენ
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
სოფელ წახანში ავარიული  ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ
შვიდწლიანი ლოდინის შემდეგ გორგულში ახალი ხიდი აშენდა
‘მოგვხედეთ ბატონო პრემიერო’ – აქცია ადიგენში