FM97.5 / LIVE

რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე

მთავარიპოლიტიკა 06.04.2016
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს.

რა საკითხები განიხილეს პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრაზე

როგორც მთავრობის პრესრელიზში ვკითხულობთ, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტისგან მოისმინეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში  იმყოფება
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
რაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერმა და აშშ–ს ვიცე პრეზიდენტმა
გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
თედო ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა