FM97.5 / LIVE

წალკა–ნინოწმინდის გზაზე ჩარჩენილები შსს–ს თანამშრომლებს გამოჰყავთ

მთავარისამართალი » შემთხვევა 12.11.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გუშინ ღამიდან ამ დრომდე ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი 50 მოქალაქე გამოიყვანეს. სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება;

წალკა–ნინოწმინდის გზაზე ჩარჩენილები შსს–ს  თანამშრომლებს გამოჰყავთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ გუშინ ღამით 25, დღეს დილით კი ასევე, 25 მგზავრი გამოიყვანეს. ადგილზეა სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე, მისი მოადგილე ვაჟა ბერძენიშვილი და ასევე ნინოწმინდის პოლიციის უფროსი გიორგი კიკალიშვილი.

„ჩვენთან ნინოწმინდის პოლიციის უფროსის მოადგილე ზოირაბ იგიტიანი მოვიდა და პიკაპით სამი მგზავრი სოფელ ფოკაში გადავყავართ. მანქანა ადგილზე დავტოვეთ“, – ამბობს ტიკმანტაჟის უღელტეხილზე ჩარჩენილი მგზავრებიდან ერთ–ერთი ჯამბულ ხმალაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მგზავრებისა და მანქანების გამოსაყვანად სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით დაახლოებით 24:00 საათიდან წალკა–ნინოწმინდის მიმართულებით უამინდობის გამო გზა ჩაიკეტა და იქ ათობით მგზავრი ჩარჩა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წალკა–ნინოწმინდის გზიდან 140–დე მგზავრი გამოიყვანეს
არიან თუ არა დაკარგულები წალკა–ნინოწმინდის გზაზე
წალკა–ნინოწმინდის გზაზე თოვლში ჩარჩენილები  დახმარებას ითხოვენ
სამართალდამცველებმა და მაშველებმა, წალკა–ნინოწმინდის გზიდან, თოვლში ჩარჩენილი 45 მგზავრი გამოიყვანეს
სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე თბილისში გადაიყვანეს
მოქალაქეებს წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობისგან თავშეკავებას ურჩევენ
უამინდობის გამო სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს