FM97.5 / LIVE

ახალციხის სოფლებში დაზოგილი თანხით ანდრიაწმინდაში წყლის სათავეს მოაწესრიგებენ

მთავარიეკონომიკა 11.11.2015
ახალციხის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან დაზოგილი თანხა, სოფელ ანდრიაწმინდაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის შეკეთებას მოხმარდება.

ახალციხის სოფლებში დაზოგილი თანხით ანდრიაწმინდაში წყლის სათავეს მოაწესრიგებენ

აღნიშნულ საკითხზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, 11 ნოემბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტუქტურის სამსახურის უფროსის, ნოდარ ბალახაშვილის თქმით, ანდრიაწმინდისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ 7 194 ლარს ტენდერიდან დაზოგილი თანხა 2747 ლარი დაემატება, ამ თანხით სოფელ ანდრიაწმინდის წყლის სათავე ნაგებობა მოწესრიგდება: "ეს თანხა საკმარის იქნება სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ ეყო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაემატება“.

დღევანდელ სხდომაზე ჯამში ხუთი საკითხი განიხილეს. ამავე სხდომაზე გაირკვა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას ორი პირი დაემატება.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2015 წლის 16 სექტემბრის #35 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.

ასევე, საკრებულოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია მეორადი ავტომობილის შეძენის შესახებ. შეგახსენებთ, გამგეობა გეგმავს ტენდერის გამოცხადებას ავტომობილის შესაძენად. ტენდერი 25.000 ლარზე გამოცხადდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ლომიძის განცხადებით, მანქანა, რომელსაც გამგეობა შეიძენს, 2006 წელზე ნაკლები გამოშვების არ უნდა იყოს.

დღევანდელ სხდომას დეპუტატთა უმრავლესობა ესწრებოდა. მათ ყველა საკითხს მხარი დაუჭირეს.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას მოხმარდება ტენდერის შედეგად დაზოგილი თანხა ახალციხის სოფლებში
2014 წელს გამოთავისუფლებულ თანხას სასმელი წყლის სისტემას მოახმარენ
რა საკითხები განიხილეს ქალაქის საკრებულოს სხდომაზე
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
ახალციხის თემში საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო
ახალციხის გამგეობა ოთხ მანქანას ყიდულობს