FM97.5 / LIVE
ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში

ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისამართალი 24.01.2013
ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ბოლო სამი დღის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო ჭრის 10 შემთხვევა გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში
ბორჯომში დღეს, 24 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოჭრილი დაახლოებით 10 კუბური მეტრი ხე-ტყე ამოიღეს.

”მივიღეთ ინფრომაცია, რომ ტყიდან დატვირთული მანქანა გამოვიდა, დაიცალა თუ არა სახერხზე, მაშინვე ვნახეთ. 10 კუბური მეტრი მნიშვნელოვანი ზიანია, ამდენად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და ეს საქმე შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნება”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სატყეო-სამმართველოს უფროსმა ვიქტორ კირცხალიამ.

გუშინ, 23 იანვარს, კი, სატყეო-სამმართველოს თანამშრომლებმა მუხით დატვირთული სატვირთო მანქანა ადიგენში დააკავეს. კირცხალიას განმარტებით, მოჭრილი ხე, მაღალი მთის მუხა აღმოჩნდა: ”ეს მუხა არის წითელ წიგნშია შეტანილი. დაიწერა ოქმი, დღესაც იყვნენ ტყეში გასულები და ათვალიერებენ მოჭრის ადგილებს”.

ბოლო სამი დღის განმავლობაში მუხის ჭრის 9 სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

”მინდა მოსახლოება გავაფრთხილო, რომ ასეთ რამეს ნურასდროს იზამენ, რადგან ყველა ფაქტი აღკვეთილი იქნება, - აცხადებს კირცხალია და ამატებს, რომ ადიგენში მოჭრილი მუხის რაოდენობა 3 კუბურ მეტრამდე გამოვიდა, - თუმცა, ზუსტი რაოდენობა ჯერ არ ვიცით. თუ ზიანი არ აღემაეტბა 1000 ლარს, მაშინ ის ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, აქ ზიანის ოდენობა 600 ლარია”.

1 ინავრიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სატყეო-სამმართველოში დაახლოებთ 45 ადმინისტრაციული ჯარიმის ოქმი დაიწერა. აქედან, 35-მდე 10 იანვირს შემდეგაა დაწერილი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ამოიღეს
ადიგენში ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
ახალციხესა და ბორჯომში ხე–ტყის უკანონო ჭრის ფაქტები გამოვლინდა
სატყეომ წარბასთუმანში უკანონოდ მოჭრილი ხის აღრიცხვა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი 15 კბ.მ ხე ამოიღეს
ციხისჯვარსა და ადიგენში უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე გამოავლინეს