FM97.5 / LIVE

მოსახლეობა სამასალე მერქანს ტყიდან ვეღარ გამოიტანს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.02.2018
სამასალე მერქნის გაზრდილი ფასი და უკამყოფილო მოსახლეობა; როგორ აისახება ადგილობრივებზე ტყით სარგებლობის წესში სამასალე მერქნის მოპოვების შესახებ შესული ცვლილებები;

მოსახლეობა სამასალე მერქანს ტყიდან ვეღარ გამოიტანს
ანდრიაწმინდაში მცხოვრებმა ნუგზარ ინასარიძემ ხუთი კუბური მეტრი სამასალე მერქანი ტყიდან სახლის გადასახურად მიიტანა. როგორც თავად ამბობს თითო კუბამეტრში მოსაკრებელი ბანკში 18 ლარი გადაიხადა, ტყიდან მასალის სახლამდე მიტანა კი დაახლოებით 100 ლარი დაუჯდა: „სულ 200 ლარში მოვიტანე მასალა სახლამდე“, – ამბობს ინასარიძე.

საქართველოს მთავრობის N242-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეები სამასალე მერქანს ტყეში თვითონ ვეღარ დაამზადებენ. მასალას ტყეში სატყეო სამსახურის თანამშრომლები მოჭრიან და მოქალაქეს დამზადებულს ადგილამდე მიუტანენ. ამაში კი მათ, სამასალე მერქნის ხარისხის მიხედვით, ერთ კუბამეტრში 70–დან–140–ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ.

„თუ აქამდე სამასალედ ზეზე მდგომი ხე ფასდებოდა და მოჭრის შემდეგ შესაძლოა დაფუტურავებულიც აღმოჩენილიყო, ახლა ასე აღარ იქნება. მოჭრილ სამასალე მერქანს ოთხ სხვადასხვა სორტად დავახარისხებთ და მოქალაქე მას სურვილის მიხედვით შეიძენს“, – ამბობს საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ნათია იორდანიშვილი.

რაც შეეხება ფასს, იორდანიშვილის თქმით, „ეს თითქმის უტოლდება იმ ხარჯებს, რასაც გლეხი მუშების და ბენზო ხერხის დაქირავებაში, ასევე სახლამდე მისატანად ტრანსპორტში იხდიდა“.

ადგილობრივები ფასთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ის რასაც აქამდე საკუთარი ხელით აკეთებდნენ, ახლა ამაში ფასის გადახდა მოუწევთ, ამას კი რეალურად ვერ შეწვდებიან.

„ახლა დადგენილი ფასებით 1 000–1 400 ლარის გადახდა მომიწევდა, ამის საშუალება მე კი არა სოფელში არავის არ აქვს“, – ამბობს ნუგზარ ინასარიძე.

მოსახლეობა სამასალე მერქანს ტყიდან ვეღარ გამოიტანს

მიმდინარე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამასალე მერქნის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შესულა. გასულ წელს კი თემში დაახლოებით 500 განაცხადი დარეგისტრირდა.

„სულ რამდენი განაცხადი დაკმაყოფილდა ვერ გეტყვით, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ 2 000–ზე მეტი კუბური მეტრი სამასალე მერქანი გაიცა. ის ვინც მასალის გარეშე დარჩა არ ვიცით ძველი წესით მოხდება მათი დაკმაყოფილება თუ შესული ცვლილებების მხიედვით“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელი რამინ მარტინენკო.

კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (CENN) წარმომადგენელი რეზო გეთაშვილი მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ სამასალე მერქნის ფასის ზრდა ბუნებრივი პროცესია: „ეს იმის ხარჯზე ხდება, რომ ბაზარზე უკანონო ხე აღარ იქნება. არაკანონიერი ყოველთვის იაფია. ფასების შემცირება კი არაკანონიერი ხე–ტყის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“.

ცვლილებების პროექტის ავტორი საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოა. უწყებაში ფიქრობენ, რომ მერქნით სარგებლობის მოწესრიგება ტყეს მნიშვნელოვნად დაიცავს. ტყეში კი მხოლოდ სატყეო სამსახურების წარმომადგენლები, ან მათი ზედამხედველობის ქვეშ უკვე გადამზადებული და შესაბამისად აღჭურვილი ადგილობრივები იმუშავებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ტყიდან შეშას ყველა ვეღარ გამოიტანს
სამცხე–ჯავახეთში დამზადებული ხის საწყობებისთვის ადგილები შეირჩა
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
სატყეო სამსახური ხის საწყობებისთვის ადგილებს არჩევს
გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?
სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს
სამასალე მერქნის მოლოდინში გლეხები წლებს ითვლიან, მთავრობა კი უკანონო ჭრებს