FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში რ2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

მთავარიპოლიტიკა 06.11.2015
როგორ აფასებენ სამცხე–ჯავახეთში ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში;

სამცხე–ჯავახეთში რ2–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვებს: ხომ არ ცდილობს ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ჩარევას, თუ ეს არის სამართლებრივი დავა ბიზნესმენებს შორის, სამცხე–ჯავახეთის ადგილობრივ თვითმმართველობებში არ უპასუხეს. ახალცხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში განაცხადეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

„ეს კერძო დავაა და აქ რა შუაშია ხელისუფლება, მე ვერ ვხედავ, რომ ამ დავაში ხელისუფლებაა ჩართული“, – გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ.

სხვაგვარად ფიქრობენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პირველად გავიგე, რომ თურმე ღამითაც შეიძლება გადაწყვეტილების გამოტანა. ეს წარმოუდგენელი იყო, გაოცებული დავრჩი. მგონია, რომ ჩვენი კონსტიტუცია გააუპატიურეს“, – აცხადებს ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ხელისუფლების მცდელობა მედიის მუშაობაში ჩაერიოს აშკარაა.

მესხიშვილი მიიჩნევს, რომ ტელევიზია ვის ინტერესებსაც არ უნდა გამოხატავდეს, მასთან ბრძოლა დაუშვებელია.

„თუნდაც „ნაციონალების“ იყოს ის, მერე რა?! ეს რას ცვლის?! შეიძლება მეც არ მომწონდეს „რუსთავი 2–ზე“ ბევრი რამე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მას არსებობის უფლება არ აქვს“, – ამბობს იგი და ამატებს, რომ ყველაზე გასაფრთხილებელი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯია.

„რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნა რომ ცალსახად მის საქმიანობაში ჩარევას ნიშნავს, ამას „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის ცენტრის“ დირექტორი ნინო რუხაძეც აცხადებს: „ეს ნამდვილად ზემოდან ზეწოლის მცდელობაა. აღიზიანებთ ის სიმართლე, რასაც „რუსთავი 2“ აშუქებს“.

„ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე კი ფიქრობს, რომ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ: „რომ მახსენდება რა მოხდა „იმედში“, თუნდაც მერე, მოგვიანებით „რუსთავი 2“–ში კიწმარიშვილთან მიმართებაში, გამოდის, რომ არაფერი იცვლება და ყველა ძირითადი შეცდომა ყველა ხელისუფლების პირობებში მეორდება“.

„სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტს მახარე მაცუკატოვს უკვირს რაღა მაინცადამაინც არჩევნებმადე ერთ წლით ადრე გაახსენდა ბიზნესმენს საკუთარი წილი: „დეტალები არ ვიცი, მაგრამ იქნებ იმ ბიზნესმენს 2004 წელს მართლაც ზეწოლით დააკარგვინეს „რუსთავი 2“?! მაგრამ ეს რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე გაახსენდა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მიუთითებს“.

„საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელის გოდერძი კუბლაშვილის თქმით, რასაც იგი მასმედიის საშუალებებიდან ისმენს, ეს ორ სუბიექტს შორის არსებული დავაა: „მასმედია რომ თავისუფალი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არაა. მაგრამ „რუსთავი 2“ წლების განმავლობაში მხარედ იყო ქცეული, გაიხსენეთ თუნდაც პირველი „დარდუბალა“, რომელიც მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ იყო მიმართული. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, მე მოსამართლის გადაწყვეტილების განსჯის უფლება არ მაქვს“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გარდა ნინო რუხაძისა, არ ფიქრობენ, რომ „რუსთავი 2“–ის გარშემო შექმნილი ვითარება ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„დესტაბილიზაციის საფრთხე ნამდვილად არსებობს“, – ამბობს რუხაძე.

სხვები კი ფიქრობენ, რომ ამას თავად ხალხი არ დაუშვებს და ქვეყანამ ის ეტაპი, როცა მსგავსი ვითარებები რევოლუციის საფრთხეს ქმნიდა, დიდი ხანია გაიარა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'რუსთავი 2–ს' ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ [Video]
NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში  NGO-ები ქორწინების კონსტიტუციით დაკანონებაზე
ახალციხელები  რუსთავი 2–თან დაკავშირებით  განვითარებულ მოვლენებს აფასებენ[Video]
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]
„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან