FM97.5 / LIVE

NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.07.2019
"რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე, არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს.

NGO-ები ‘რუსთავი 2’-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ

15-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „რუსთავის 2“-ის საქმეზე განცხადება 18 ივლისს გაავრცელა.

„ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედიაგარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედიაგარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის ხელმომწერები არიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტოინგის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ევროპულ სასამართლოს რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს
‘რუსთავი 2’ – მოვლენების ქრონოლოგია
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
'რუსთავი 2-ის' ჟურნალისტების შეთავაზებაზე საბჭო შექმნილიყო, ხალვაშმა უარი თქვა
გამოკითხვა: რას ფიქრობთ ‘რუსთავი 2’ – ში მეპატრონისა და მენეჯმენტის ცვლილებაზე? [ვიდეო]
„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
‘რუსთავი 2’ საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა