FM97.5 / LIVE

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“ აქცია ახალციხეში [Photo]

მთავარიპოლიტიკა 18.10.2015
ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქალთა ორგანიზაციის ლიდერებმა რუსთავი 2–ის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ ტელევიზიაზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლა გააპროტესტეს.

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]
ახალციხიდან, ვალედან და ადიგენიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ქალები დღეს, 18 ოქტომბერს ტრანსფარანტებით – „ჩვენი შვილები თავისუფალ ქვეყანში უნდა ცხოვრობდნენ“, „დაიცავი რუსთავი ორი“, „თავისუფალი მედია საქართველოს მომავალი“, „არ დავუშვებთ რუსთავი ორის დახურვას“ – გამოვიდნენ.

„დღეს ჩვენ ვუერთდებით საქართველოს თვითმმართველ ქალაქებში გამართულ აქციებს და მათთან ერთად რუსთავი ორისადმი მხარდაჭერას გამოვხატავთ. თუ რუსთავი ორის დახურვას დავუშვებთ, ჩვენი მომავალი ძალიან ცუდისკენ შეიცლვება, მთავრობა სამართლიან ინფორმაციას უნდა შეეგუოს და ნებისმიერი ინფორმაცია ცენზურის გარეშე მიიღოს“, – ამბობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელი მაკა სუდაძე.

მისი თქმით, დღეს თუ მხოლოდ ლიდერი ქალები გამოვიდნენ, თუ ზეწოლა არ შეწყდება, ხვალ აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს რუსთავი ორისა და თავისუფალი სიტყვის დევნას თავი. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ქუდზე კაცი გამოვა, რუსთავი ორის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას თუ მიიღებენ“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“ მარეხ დათიაშვილი.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ტელევიზიები კიარ უნდა იხურებოდეს ქვეყანაში, პირიქით, მეტი უნდა იხსნებოდეს.

„ ხალხის უნდა ეშინოდეს მთავრობას და არა ტელევიზიის. რამდენი ტელევიზიაც არ უნდა დახუროს ხალხის პროტესტი გაიზრდება და გაორმაგდება. ტელევიზია რომც დახურო ხალხს ვერ გააჩერებ. რუსთავი ორი ხალხის ტელევიზიაა და არ დავუშვებთ მის დახურვას“, – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი“ ციალა შავაძე.

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]

„არ დავუშვებთ რუსთავი 2–ის დახურვას“ – „ნაციონალების“  აქცია  ახალციხეში  [Photo]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„რუსთავი  2“-ის აქციას სამცხე–ჯავახეთიდანაც უერთდებიან
“რუსთავი 2”–მა აქციის დაწყებასთან ერთად მაუწყებლობაც განაახლა
"რუსთავი 2"-ის ეგზითპოლი: მარგველაშვილი 66,7%
„რუსთავი 2“–ის საქმეზე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარი გააკეთა
სტრასბურგის სასამართლომ “რუსთავი 2”-ის  საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
რუსთავი 2: ‘ნაცმოძრაობის’ საარჩევნო სიის პირველი ათეული ცნობილია
უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა