FM97.5 / LIVE

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში NGO-ები ქორწინების კონსტიტუციით დაკანონებაზე

მთავარისაზოგადოება 08.03.2016
უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის ერთობაა; რას ფიქრობენ კოალიციის მოწონებულ ინიციატივაზე სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები;

რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში  NGO-ები ქორწინების კონსტიტუციით დაკანონებაზე
კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ 7 მარტს, სხდომაზე მხარი დაუჭერა ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში ქორწინება ქალის და მამაკაცის ერთობად განისაზღვროს.

ამ მოსაზრებას რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

„კონსტიტუციაში ეს დიდი ხნის წინ უნდა ჩაწერილიყო. მორალურად სულაც არ მჭირდება მაგის ქვეყნის მთავარ კანონში განმარტება, მაგრამ დღეს ეს საჭიროებამ მოითხოვა და ვეთანხმები. თუ ამას კონსტიტუციაში ჩავწერთ, ვიღაცეებს ამ საკითხებზე სხვა თემების აგორების საშუალებას აღარ მივცემთ“, – ამბობს ადიგენში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი.

მას ეთანხმება ახალქალაქში „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ ექსპერტი მახარე მაცუკატოვი: „ბიოლოგიურადაც ეგრეა და კონსიტუტციაშიც თუ ჩაიწერება კარგი იქნება. მართალია, თანასწორობაზეც საუბრობენ, მაგრამ ამის კონსტიტუციაში ჩაწერა უკეთესია“.

მაცუკატოვისა და კუბლაშვილის პოზიციას იზიარებს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მარინე სუდაძე: „მივესალმები თუ კონსტიტუცაიში ამას ჩაწერენ. ნამდვილად, მხოლოდ მამაკაცისა და ქალის ერთობაა ქორწინება“.

იგივეს აცხადებს „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე მარინა მოდებაძე: „ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთკავშირია. არ ვარ მომხრე ერთსექსიანთა ქორწინების“.

„სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო რუხაძე ამბობს, რომ დისკრიმინაციის მომხრე არ არის: „თუმცა, რადიკალურად განწყობილი არ ვარ და არ ვაცხადებ, რომ უნდა ჩაიწეროს, ან არ უნდა ჩაიწეროს. ზოგადად, ადამიანების თავისუფალი არჩევანის მომხრე ვარ“.

ასოციაცი „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი მესხიშვილი ფიქრობს, რომ ის, რა ინიციატივასაც მხარი კოალიციამ დაუჭირა, კანონში უკვე წერია და ამის კონსტიტუციაში ხაზგასმა საჭირო აღარ არის: „საქართველო არ არის ჯერ მზად იმითვის, რომ ერთსქესიანთა ქორწინება მივიღოთ. უბრალოდ ვერ ვხვდები, ამის კონსტიტუციაში ჩაწერა რა აუცილებელია“.

ამ ჩანაწერის კონსტიტუციაში შეტანის ლოგიკას ვერ ხედავს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გიორგი ანდღულაძე: „თუ ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ერთსქესიანთა ქორწინება აიცილონ მომავალში თავიდან, მოვა სხვა პარლამენტი და ამოიღებს ამ მუხლს კონსტიტუციიდან. მგონია ეს ელექტორატის გარკვეული ნაწილის გულისმოსაგებადაა გაკეთბული, თუმცა ამაში რაიმე ზიანს ან სარგებელს ვერ ვხედავ“.

„საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი აცხადებს, რომ ასეთი სიხშირით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება: „მაშინ ჩავწეროთ ისცი, რომ ორჯერ ორი ოთხია, ჩვენ ხომ გვჯერა ამის ყველას?! თუ აქამდე ასეთი ჩანაწერი არ იყო, მაშინ რა, მოხდა ისეთი ქორწინება რასაც უფრთხიან?! დაცულობას განაპირობებს სოცილაური შეგნება, ანუ ზნეობრივი სიმაღლე და არა კონსტიტუციაში რა გვიწერია“.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა გუშინ, 7 მარტს გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა: „დისკრიმინაციის ყველა ფორმას ვგმობთ და ამავდროულად გამოვდივართ ინიციატივით, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვა, როგორიცაა ქორწინება, გარანტირებული იყოს ქვეყნის მთავარი კანონის - კონსტიტუციის დონეზე“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოალიციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა
ახალციხელების მოსაზრებები ქორწინების შესახებ "ქართული ოცნების" ინიციატივაზე [Video]
'ერთსქესიანთა ქორწინება ერის დეგრადაციაზე მეტყველებს' – საჯარო მოხელეების შეფასებები [Video]
ახალციხეში ოჯახის ცნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება განიხილეს
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
საქართველოს ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა
პარლამენტი ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს